ომი - უდიდესი ტრაგედიაა არა მარტო მონაწილე ქვეყნებისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. უამრავი შეწყვეტილი სიცოცხლე - მებრძოლები, მოხუცები, ქალები, ბავშვები; დანგრეული და განადგურებული ქალაქები, სოფლები და ვინ მოთვლის კიდევ რა...
ომის დროს რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს ეკოლოგიურ პრობლემებზე.
ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის ჩატარება იწვევს გარემოს განადგურებას. მაგალითად, მაღლა ასაფეთქებელმა იარაღმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს როგორც სახმელეთო საფარს, ისე ტყეებისა და მინდვრების მაცხოვრებლებს. მტრის დასამარცხებლად უმარტივესი გავრცელებული მეთოდია წყლის მოწამვლა და ხანძარი. ომში ტყეები მიზანშეწონილად ნადგურდება, რადგან ტყეები ნებისმიერ დროს ემსახურებოდა უსაფრთხო თავშესაფარს ჯარისათვის, რომლებიც პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ. ყველა ომის დროს განადგურდა ტყეები. შედეგად, ეს მიწები უმეტესწილად უდაბნოდ გადაიქცა. ამის კონკრეტული მაგალითია 1964—1975 წლებში მიმდინარე ვიეტნამის ომი.
ატომური იარაღის გამოყენების პოტენციური შედეგი იქნება ხანძრები, ბირთვული ზამთარი, შეიცვლება კლიმატი, ატმოსფეროში გაიფანტება ჭვარტლი, რომელიც დედამიწას მზის სინათლეს დაუფარავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ბირთვული ზამთარი მკვეთრად შეცვლიდა ოკეანეებს და სავარაუდოდ, გაანადგურებდა მარჯნის რიფებსა და საზღვაო ეკოსისტემას.
კიდევ ერთი მიზეზი არის უზარმაზარი სამარხები, რომლებიც დიდი ბრძოლის ადგილებზეა დარჩენილი. როდესაც ცხედრები იშლება, იქმნება შხამები, რომლებიც წვიმების ან მიწისქვეშა წყლით შედიან წყლის ობიექტებში. ეს შხამები ასევე ანადგურებენ ცხოველებს სამარხის ადგილზე. ამის მაგალითია 1380 წელს კულიკოვოს მინდორზე მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლის დროს დაღუპული 120 ათასი მებრძოლის სამარხი.
თუმცა, ქიმიური და ატომური იარაღის გამოყენების გარეშეც შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ომმა ბუნებას. XIV საუკუნეში საქართველოში თემურ-ლენგის ლაშქრობებმა გამოუსწორებელი ზარალი მიაყენა საქართველოს: თემურ-ლენგის ბრძანებით გაიჩეხა ვენახები, ქერქი გააძრეს ხეებს: განსაკუთრებით თუთის ხეები გააჩანაგეს და აბრეშუმის ჭიას საკვები მოუსპეს.
არც ანტიკური სამყარო ყოფილა გამონაკლისი. რომაელებს ბუნების განადგურებაში დიდი გამოცდილება ჰქონდათ, მაგალითად: ძვ. წ.-აღ 149-146 წლებში მიმდინარე III პუნიკურ ომში გამარჯვებულმა რომაელებმა კართაგენის ტერიტორია გადახნეს და ნაყოფიერ მიწაზე მარილი მოაყარეს. ეს მიწები უვარგისად იქცა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობისათვის, არამედ მცენარეთა სახეობების უმეტესობის ზრდისთვის.
ეს საკითხები კონკრეტული მაგალითებით წარმოადგინეს IX კლასის მოსწავლეებმა თავიანთ ნამუშევრებში, რომლებიც სასკოლო პროექტში ფარგლებში მომზადდა. /ისტორია - ი. გარსენიშვილი/