პროექტული სწავლების ფარგლებში, X კლასის მოსწავლეებმა მასწავლებელთან ქ-ნ კეთევან თვაურთან ერთად, დაგეგმეს და მოინახულეს თბილისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არქიტექტურის ნიმუშები - XIX -ის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისის არქიტექტურის ორი ნიმუში: ,,მაქმანებიანი სახლი“ რუსთაველის პროსპექტზე და ბეთლემის ქუჩის ,, ვიტრაჟებიანი სახლი“. ორი მართლაც გამორჩეული კოლორიტის, თბილისის არქიტექტურის ნიმუშებისა, რომლებიც თავიანთი ისტორიითაც გამორჩეულები არიან.
ექსკურსიის მიზანი იყო, წინასწარ შერჩეული კვლევის ობიექტების მონახულება და კვლევა.
ექსკურსია საინტერესო და შთაბეჭდილებებით დატვირთული გამოვიდა.