2022-2023 სასწავლო წლის II სემესტრიდან სკოლა „ივერონში“ კიდევ ერთი კლუბი ამოქმედდა - ესაა ხელოვნების მოყვარულთა კლუბი. მოსწავლეთა გაერიანება აღნიშნულ კლუბში მოხდა რემდენიმე თვის წინ, მათი სურვილის საფუძველზე. პირველ შეხვდრაზე მათ ისაუბრეს თავიანთი ინტერესებისა და გატაცებების შესახებ, ხელოვნების დარგებისადმი მათი სიყვარულის შესახებ...
ამჯერად კლუბი შეიკრიბა სკოლის ბიბლიოთეკაში, მონაწილეობდნენ VI, VII, XI კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები. მოსწავლებმა იხილეს ქართული მხატვრული ფილმი - „ხევისბერი გოჩა“ (1964 წ.).
ფილმის ჩვენებამდე, XI კლასის მოსწავლემ - კატო მერკვილიშვილმა, უმცროს მეგობრებს გააცნო ალ. ყაზბეგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების შინაარსი, მთავარი პერსონაჟები, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს და რა როლს ასრულებს ფილმის შინაარსის გადმოცემაში მუსიკა, მხატვრობა, ქორეოგრაფიული ეპიზოდები, რომ აღარაფერი ითქვას ლიტერატურულ საფუძელსა და სამსახიობო ოსტატობაზე.
ფილმის ხილვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს მთის კუთხეების მკაცრი ბუნების შესახებ, მთის მოსახლეობის შინაგან სამყაროზე, ხასიათზე, მათ ყოფაზე, ტრადიციებზე, ტრადიციების შენარჩუნების დადებით და უარყოფით მხარეებზე... მოსწავლეთა მოსაზრებები იყო საინტერესო, ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგოც კი, მაგრამ თითოეული მათგანი საკმაოდ დამაჯერებლად ასაბუთებდა საკუთარ მოსაზრებას.
შეხვედრა იყო ხანგრძლივი, მაგრამ ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი.