სკოლა „ივერონი“ მოსწავლეთა სასკოლო პროექტები და ღონისძიებები დასრულდა ყველაზე პატარა მონაწილეების გამოსვლით - ესენი არიან ჩვენი პირველკლასელები (დამრიგებელი: თამარ ჩაჩუა).
ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“, ითვალისწინებდა სასწავლო წლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენას. როლური თამაშები კი მათ დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ ქართველი მწერლებისა და პოეტების გამონათქვამები მეგობრობაზე, ქართულ ენასა და სამშობლოს სიყვარულზე. პატარებმა ასევე გაგვანცვიფრეს საბავშვო სიმღერების საოცარი შესრულებით.
პირველკლასელთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა სკოლის დირექტორმა ბავშვებს გადასცა წამახალისებელი სიგელები სხვადასხვა ნომინაციებით. დასასრულს, დამსწრე მასწავლებლებმა, მშობლებმა და თავად მონაწილებმა, მაისურებზე გააკეთეს წარწერები სამახსოვრო სურვილებით!
ეს დღე ყოველთვის დაუვიწყარი იქნება მათთვის.