დღეს განსაკუთრებული დღე იყო სკოლა „ივერონში“ - დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით ჩატარდა სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“. ერთმანეთს ეჯიბრებოდა 2-2 გუნდი: I კლასი, II-III კლასები (შერეული სახით), IV კლასი და V-VI კლასები (დამოუკიდებლად). ბავშვებმა და მათმა მშობლებმა ძალიან ისიამოვნეს ამ დღით. იყვნენ გამარჯვებული გუნდები, იყო გამარჯვებულთა სიხარული და წაგებულთა გულისწყვეტა... მიუხედავად ყველაფრისა, „მხირული სტარტები“ დასრულდა საეთო მხიარულებით. ჩვენი სკოლის მოსწავლებმა ექსპრომტად შეასრულეს საცეკვაო ნომრები (სანდრო ზაქარაძე, გიორგი ვაშაკიძე, დემეტრე სირბილაძე, გიორგი ირზელაშვილი).
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებსა და სპორტის მასწავლებელს. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენ მშობლებს, რომლებიც აქტიურად იყვენენ ჩართულნი ამ ღონისძიებაში - ამხნევებდნენ მონაწილეებს და გვერდში გვედგნენ მთელი თამაშის მანძლზე.