მათემატიკა სცენაზე (V-VI კლ)

ღონისძიება სახელწოდებით-"მათემატიკა სცენაზე", მიზნად ისახავდა მოსწავლეთა დაინტერესებას მათემატიკით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო .. "ოინები"-მათემატიკური გამოთვლებით ჩაფიქრებული რიცხვის გამოცნობა, ჯიბეში დამალული ნივთების ამოცნობა და .. ვფიქრობთ, ასეთი წარმოდგენებით ბავშვები სხვა კუთხით დაინახავენ მათემატიკას და ეს საგანი უფრო მიმზიდველი გახდება მათთვის. ასევე წარმოდგენილი იყო პიესა, სადაც მათემატიკის გაკვეთილის ინსცნირება მოხდა: მოსწავლეები ცდილობდნენ თავი მოეჩვენებინათ მასწავლებლისთვის, რომ მომზადებული ჰქონდათ გაკვეთილი, თუმცა ეს არ გამოუვიდათ. ბოლოს ერთ-ერთი მოსწავლე მათ დაარწმუნებს, რომ მათემატიკა ძალიან მნიშვნელოვანი საგანია და აუცილებელია სისტემატიური მუშაობა და მეცადინეობა.

პიესამ და ზოგადად ღონისძიებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პატარა მაყურებლებზე (I, II, III  კლასები). პირველკლასელებმა უმალვე გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ მათემატიკურ „ოინებში“ და დახმარება გაეწიათ მონაწილე მოსწავლეებისათვის.  

საჭიროა ყველა მოსწავლემ გაიაზროს, თუ რამდენად აუცილებელია მათემატიკის სწავლა და როგორ დაეხმარებათ მათ ეს ცოდნა არა მარტო სკოლაში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

Facebook