2024 წლის 10 ივნისს, სკოლის დარბაზში სცენაზე წარსდგნენ მეტყველების წრის (მასწ.: მანანა თევზაძე) მოსწავლეები (მათი ნაწილი - 15 მოსწ.), რომლებმაც მათ მოსასმენად მოსულ ახლობლებს, მეგობრებსა და სკოლის მასწავლებლებს, ხმამაღლა, გამოთქმით წაუკითხეს „ვეფხისტყაოსნის“ საწყისი სტროფები. მათ კითხვას მუსიკალური თანხლება არ ჰქონია. ტექსტთან მარტოდ დარჩენილებს თავი არ შეურცხვენიათ. პირიქით, საკმაოდ მობილიზებულად, ემოციურად დამუხტულებმა თავიანთი სათქმელი ხმამაღლა განაცხადეს: თუ რა მნიშვნელობა აქვს მათთვის „ვეფხისტყაოსანს“, რა ძალისხმევა დასჭირდათ მასზე მუშაობისას, როგორი შრომით შეიძლება საუკეთესო შედეგის მიღწევა.
საუკეთესო შედეგი ძალიან შორსაა, მაგრამ ის მცირედიც, რასაც მათ მიაღწიეს, ნამდვილად იმსახურებს შექებასა და მოწონებას. დამსწრე საზოგადოებამ - პედაგოგებმა, ადმინისტრაციამ ჯეროვნად შეაფასა მათი შრომა და სამომავლოდ წარმატება უსურვა, მით უფრო, რომ განზრახულია ქორეოგრაფთან ერთად ამ თემაზე მუშაობის გაგრძელება.