სპექტაკლი „წითელქუდა“ ინგლისურ ენაზე (III კლ)
25 მაისს III კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით ინგლისურ ენაზე ვიხილეთ
სპექტაკლი „წითელქუდა“. იმისათვის, რომ როლი ყველასათვის საკმარისი
ყოფილიყო, მასწავლებელმა, სცენარის ავტორმა ქ-ნმა მარიამ დარჩაშვილმა
ზღაპარში პერსონაჟები დაამატა და ასე მივიღეთ ორი
მთხრობელი,
ორი
მგელი,
ორი
მონადირე
და
სამი
ყვავილი. პეპლის როლში მოგვევლინა I კლასის მოსწავლე ნატალი ყუფარაძე.
მოსწავლეებმა გამოავლინეს ინგლისური ენის სათანადო ცოდნა და კარგი
სამსახიობო უნარ-ჩვევები. სპექტაკლმა ყველასგან დიდი მოწონება
დაიმსახურა (რეჟისორი:
მ.
თევზაძე,
მუს.
გაფორმება:
თ.
დურგლიშვილი).