სკოლა „ივერონის“ IV კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ნ. შაროვი) დაათვალიერეს შიომღვიმეს მონასტერი და მცხეთის ტაძრები (წმინდა ნინოს სახელობის, სვეტიცხოველი). შიომღვიმეს მონასტრში მოისმინეს ისტორია სამონასტრო კომპლექსის დაარსებისა და შიო მღვიმელის მოღვაწეობის შესახებ. როგორც ცნობილია, მან თავისი ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა ბნელ და ღრმა მღვიმეში. ანდერძის თანახმად, ის იქვე დაასაფლავეს. ბავშვებმა მოინახულეს საფლავი და მღვიმე, სადაც შიო მღვიმელი იმყოფებოდა გარდაცვალებამდე.
მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს მცხეთის ტაძრები. რელიგიის მასწავლებელი ქ-ნი მაია გოგრიჭიანი მათ ესაუბრა წმინდა ნინოს მიერ საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ. იმ სასწაულებზე რაც უკავშირდება ამ ისტორიას. ტაძარში ნახეს წმინდა ნინოს ჯვრის ნაწილები.
ექსკურსიაზე ბავშვები საკმაოდ კარგად გაერთნენ - ბევრი ითამაშეს ტყის პირას და ძალიან მხიარულად გაატარეს დრო. იმ დღეს დაემთხვა ერთ-ერთი მოსწავლის დაბადების დღეც. ეს იყო დაუვიწყარი დღე მათთვის.