ექსკურსიები
ჩვენმა პატარებმა საინტერესოდ  გაატარეს დღე შოკოლადის მუზეუმში. მოისმინეს ლექცია-სემინარი შოკოლადის წარმოშობის ისტორიაზე, მის მნიშვნელობაზე და წარმოებაზე. დააგემოვნეს ნატურალური ცხელი შეკოლადი და ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ სკოლაში.
 2023 წლის 5 აპრილს  VII-VIII კლასები ეწვივნენ მეცნიერებათა მუზეუმს. მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მიიღეს მონაწილეობა სადემონსტრაციო ცდებში. (ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი მაია გოგაძე). 

2023 წლის 5 მაისს VI-VII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ „მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, სადაც პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის საფლავს. მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - „წმინდა ილია“ (ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ირმა ალფაიძე). მოსწავლეებმა გაიხსენეს ეპიზოდები ილიას ცხოვრებიდან, ისაუბრეს შემოქმედების შესახებ, წაიკითხეს ლექსები.

დასასრულს აჟღერდა გ. ცაბაძის „ჩემო კარგო ქვეყანა“... მოსწავლეებმა ყვავილებით შეამკეს ილიას საფლავი.

გასვლითი ღონისძიება დასრულდა „ბომბორას“ პარკში გასეირნებითა და ატრაქციონებზე გართობით.

ამ დღეს მიღებული შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვებათ ჩვენს აღსაზრდელებს.
2023 წლის 06 აპრილს V კლასი იმყოფებოდა ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში საგურამოში, სადაც ჩატარდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი თემაზე - „ილია და მისი მოღვაწეობა“ (მასწავლებელი: ირმა ალფაიძე). მოსწავლეებმა ისაუბრეს დიდებული მწერლის შესახებ და წაიკითხეს ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. მოსწავლეები აღფრთოვანებულები დარჩნენ მუზეუმის ხილვით და ბედნიერი დააბიჯებდნენ იმ ეზოში, სადაც დიდი ილია დადიოდა და ფიქრობდა საქართველოს უკეთეს მომავალზე.

2022 წლის 15 ნოემბერს დაწყებითი კლასების (I-IV კლ) მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს. მათ იხილეს  დ. ღვთისიაშვილის  მიუზიკლი „ურჩხული და ლამაზმანი“. მოსწავლეები დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.

პირველი კლასის დამრიგებელმა ქ-ნმა თამარ ჩაჩუამ, ჩვენს პატარებს  სკოლის შენობა დაათვალიერებინა. მათ განსაკუთრებით მოეწონათ სკოლის ბიბლიოთეკა, სადაც  დახვდათ „დედაენა“ და სხავა უამრავი საინტერესო წიგნი.

სასწავლო წლის წარმატებით დასრულების შემდეგ. სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით,  პედაგოგ-თანამშრომლები პროფკავშირებმა დაასაჩუქრა ექსკურსიით შიდა-ქართლის ტერიტორიაზე. მოინახულეს სარკინეთი, ორთუბანი, რუისი.

ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული და დაუვიწყარი დღე ყველა ჩვენთაგანისათვის.

VI კლასმა სასწავლო წელი დაასრულა გასვლითი ღონისძიებით  - 2022 წლის 19 ივნისს კლასი იმყოფებოდა ექსკურსიაზე მარშრუტით თბილისი - საგურამო - ზედაზენი - ორთუბანი - თბილისი.  მოსწავლეები დაბრუნდნენ წარუშლელი შთაბეჭდილებებით.

/ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.

2022 წლის 15 ივნისს II კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ექსპერიმენტორიუმში. ასე საინტერესოდ დაასრულა სასწავლო წელი II კლასმა /ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი: ლალი ჯოხაძე/.

Facebook