„ივერონელების“ წარმატება ქიმიის ფესტივალზე!
2019 წლის 20 სექტემბერს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქიმიის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეის ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის წევრ სტუდენტთა ორგანიზებით. ფესტივალი დაფინანსებული იყო ამერიკის ქიმიკოსთა ასოციაციის გრანტით და ჩატარდა ქიმიის კვირეულის ფარგლებში.
ჩვენი სკოლიდან ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ XI კლასის მოსწავლეები - ქეთი გოგატიშვილი და თამთა ვარსიმაშვილი. სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ჩვენმა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საინტერესო გასართობ-შემეცნებით პროგრამაში, და მოხვდნენ გამარჯვებულ გუნდთა სამეულში. მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
პროგრამის პროექტი ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია/ბიოქიმიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი ანი ჩიჩუა, რომელიც კერძო სკოლა „ივერონის“ კურსდამთავრებულია.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.