2020 წლის 6 თებერვალს სკოლა „ივერონს“ ესტუმრა KINGS-ის ოლიმპიადის წარმომადგენელი. ამჯერად ოლიმპიადის შემოდგომა-ზამთრის სეზონის გამარჯვებულები არიან IV კლასის მოსწავლეები: საბა სვანი, სანდრო წივწივაძე, ივანე მამულაშვილი, სანდრო დარსალია (კლასის დამრიგებელი: ქ-ნი ლალი ჯოხაძე). მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა (მასწ.: ლალი ჯოხაძე) და ინგლისურ ენაში (მასწ.: მარიამ დარჩაშვილი). მოსწავლეებს გადაეცათ შესაბამისი დიპლომები და სერთიფიკატები.