ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
2020 წლის 11 მარტის ბრძანების თანახმად, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვრა 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ ქ-ნმა ეკა დგებუაძემ განაცხადა, ყველა საჯარო და კერძო სკოლას ორშაბათს (16 მარტს) გადაეგზავნება რეკომენდაციები. სკოლის დირექციას აინტერესებს ასევე თქვენი მოსაზრებებიც. ჩვენი სამუშაო ჯგუფები განიხილავენ თქვენს შემოთავაზებებს და შევეცდებით შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ისინი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით კლასის დამრიგებელს, ან სასწავლო ნაწილის გამგეს (ტელ.: 599 97 96 99).
პატივისცემით, სკოლის დირექცია.
14.03.2020 წელი