მშობელთა
საყურადღებოდ!
იმისათვის, რომ
მოსწავლეებს უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ საგნის მასწავლებლებთან,
მშობელთა თხოვნით, V კლასთან მუშაობა დღეიდან წარიმართება
ისეთივე სახით, როგორც ეს ხორციელდება მაღალ კლასებში - ფეისბუქის
მესინჯერჯგუფის დახმარებით.
კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ, სავალდებულო საგნებში მოსწავლეებს მიეწოდებათ სხვადასხვა სახის დავალება. საჭიროების შემთხვევაში, მთელი დღის მანძილზე, ბავშვებს საშუალება ექნებათ იკონტაქტონ მასწავლებლებთან.
შესრულებული დავალების ფოტოს მოსწავლე დადებს იგივე ჯგუფში, ან მასწავლებელს გადაუგზავნის პირად მესინჯერში (მოსწავლის სურვილის შესაბამისად), რის შესახებაც მოსწავლე ჯგუფში აცნობებს საგნის მასწავლებელს (მაგ.: „ნანა მასწავლებელო, დავალება შევასრულე და გადმოგიგზავნეთ პირადში“). შესაძლოა მასწავლებელმა იქვე მიუთითოს მოსწავლეებს, რომ დავალება უნდა შესრულდეს რომელიმე კონკრეტული დღისთვის, ან დროისთვის, რაც მოსწავლისაგან ასევე გასათვალისწინებელი იქნება.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, სკოლის დირექცია
19.03.2020 წელი