პატიცემულო მშობლებო!
ვინაიდან, არაოფიციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, აპრილის ბოლოსათვის სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვერ გადაინაცვლებს. ამიტომ, სკოლის დირექციის მოთხოვნით, დაუყოვნებლივ უნდა განვაახლოთ მოსწავლეებთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში. ონლაინ გაკვეთილები საშუალებას იძლევა მოსწავლეს ავუხსნათ ახალი მასალა და თვალი მივადევნოთ მათ შესრულებას.
სკოლამ სასწავლო პროცესი განაახლა 16 მარტიდან, რაც განათლების სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, გულისხმობდა განვლილი მასალის გამეორებას და დამატებითი მასალის მიწოდებას.
23 მარტიდან V-XII კლასები გადავიდნენ გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარებაზე. ამისათვის სკოლამ აირჩია ZOOM-ის პლატფორმა.
25 მარტიდან კი ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად მზადდება დაწყებითი კლასები. ვინაიდან, ჩვენი მოსწავლეები პატარა ასაკის არიან, მათ დამოუკიდებლად გაუჭირდებათ ამ პროგრამების ათვისება და დასჭირდებათ თქვენი დახმარება. თუმცა ამ პროგრამით მუშაობა მათთვის საკმაოდ მარტივი იქნება.
მოგაწვდით ჩვენს ხელთ არსებულ რამდენიმე ინსტრუქციას, რომლებიც შესაძლოა გამოგადგეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
პატივისცემით, სკოლის დირექცია.
25.03.2020 წელი,