ძვირფასო პედაგოგებო!!! პატივცემულო მშობლებო!!!

ძვირფასო პედაგოგებო!!!   პატივცემულო მშობლებო!!!

დღეს, როცა ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ისევე, როგორც მთელი  მსოფლიო, კიდევ ერთხელ თვალნათელია კერძო სკოლა „ივერონის“  პედაგოგების  ერთგულება  საქმისადმი! მომავალი თაობის აღზრდა მართლაც რომ საიმედო ადამიანების ხელშია!

დიდი მადლობა თავდადებისთვის! გულისხმიერებისთვის!  და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - იმ სიყვარულისთვის, რაც თქვენ გაგაჩნიათ  ჩვენი მომავალი თაობის მიმართ!

უჭირს ქვეყანას! უჭირს ხალხს!!!   უჩვეულო გარემოში აღმოჩნდნენ ჩვენი შვილები... დადგა ნანატრი  გაზაფხული, რომელსაც სიხარული და აღმაფრენა მოაქვს დიდ-პატარასთვის. მაგრამ წელს უჩვეულო გაზაფხულია…  მისი სილამაზით ტკბობის სანაცვლოდ, სახლებში ვართ გამოკეტილები ხვალინდელი დღის სიკეთის მოლოდინში...

ექიმი დღე და ღამ ავადმყოფის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე  ზრუნავს.  მასწავლებელი კი  ზრუნავს მოსწავლის სულიერ სიჯანსაღეზე, მის ცოდნაზე და მომავალზე...

მადლობა, ჩვენო ძვირფასო პედაგოგებო! ასე დაუღალავად რომ შრომობთ ჩვენი მოსწავლეებისათვის!

ამ კრიტიკულ პერიოდში, დღის ნებისმიერ დროს, საგაკვეთილო პერიოდის დასრულების შედეგ, გვიან ღამემდე,  ყოველთვის მზად ხართ დახმარების ხელი გაუწოდოთ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო, პრობლემა აქვთ ჩაერთონ დისტანციურ სწავლებაში, მოისმინონ ონლაინ გაკვეთილები. არ არსებობს თქვენთვის შაბათი, კვირა, დაღლა, ღალატი... თქვენი დაუღალავი შრომის შედეგია სწორედ ის, რომ  უმოკლეს დროში მოხერხდა მოსწავლეთა ჩაბმა სასწავლო პროცესში, რომელიც  უჩვეულოა როგორც ჩვენი მოსწავლეებისათვის, ისე თქვენთვის - ჩვენო მასწავლებლებო.

მადლობა პატივცემულო მშობლებო!  თქვენი დახმარების გარეშე უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ  დღეს თქვენი შვილები. თქვენ ბრძანდებით დამაკავშირებელი ხიდი ჩვენს მასწავლებელსა და  მოსწავლეებს შორის.

მადლობა გვერდში დგომისთვის! 

მადლობა თანამშრომლობისათვის!

ჩვენი ერთად ყოფნით ყველა პრობლემა ადვილად მოგვარებადია, ყველა სირთულე ადვილად დასაძლევია... 

სკოლა „ ივერონი“ მოუთმენლად ელის თავის  მოსწავლეებს.  საკლასო ოთახები უსიცოცხლოა თქვენს გარეშე - ჩვენო საყვარელო ბავშვებო!

ყველა ჩვენგანის კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად იღწვიან ჩვენი ექიმები, დღე და ღამ დაუღალავად შრომობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ბატონ გიორგი გახარია.

ჩვენ ვამაყობთ თქვენით!

ჩვენ გვჯერა თქვენი!

გვჯერა, რომ საბოლოოდ გაიმარჯვებთ „უხილავ მტერზე“ და  სულ  მალე  ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს!

*****

ყველაფერი კარგად იქნება!!!

ძალიან მალე კვლავ აღივსება  სკოლა „ივერონის“ კედლები  ჩვენი  მოსწავლეების  ჟრიამულით!

პატივისცემით,  კერძო სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელი ქ-ნი ციცო ჯაფარიძე
06.04.2020 წელი

Facebook