ვიწყებთ დედაენის შესწავლას!
დღეს პირველი კლასის მოსწავლეებს საჩუქრად
გადაეცათ ი. გოგებაშვილის დედაენა. ესაა დამხმარე
სახელმძღვანელო, რომლის კომპლექტიც შედგება მოსწავლის წიგნისა და
მოსწავლის სამუშაო რვეულისაგან (I და II ნაწილები). კლასის
დამრიგებელი ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა
დიდი
ქართველი პედაგოგის,
საქართველოში
მეცნიერული
პედაგოგიკის
ფუძემდებლის,
პუბლიცისტის,
საბავშვო მწერლისა და
საზოგადო
მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის შესახებ.
მან ბავშვებს შეახსენა გოგებაშვილის მიერ შექმნილი ლექსები,
მოთხრობები, იგავ-არაკები და ანდაზები. იხილეს დოკუმენტური
ფილმი ი. გოგებაშვილის შესახებ (
https://www.youtube.com/watch?v=z4mGXN7kxV4
) და მოისმინეს მოთხრობები („მეზობლები“ და
„ჭიანჭველები“).