სოციალური პროექტი „დაიცავი გარემო" (X კლასი)

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:

სახელი: ციალა

გვარი : სოხაძე

მობილურის ნომერი: 557 58 61 99;   591 25 42 86

რაიონი: ქ. თბილისი

სკოლა: შპს კერძო სკოლა „ივერონი"

საგანი: მათემატიკა

 

პროექტის აღწერილობა

 

პროექტის სახელწოდებ:   „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი".

 

შესავალი:  მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს

 

პროექტის მნიშვნელობა:

პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებების გამო, რომ ის დააინტერესებს არა მარტო მოსწავლეს, არამედ ყველას. მოსწავლეებს განვემარტავთ, რომ სწორი კვება ჯანმრთელობის საფუძველია. კვება უზრუნველყოფს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციათა განხორციელებას. ადამიანმა საკვებიდან უნდა მიიღოს საკმარისი რაოდენობით ისეთი აუცილებელი ნივთიერებები, როგორიცაა: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები. ყველაფერი ეს უნდა იყოს საკმარისი და არა გადაჭარბებული. ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული რომ გახდეს, დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი კვების რაციონს. არასწორი კვება კი საფრთხეს უქმნის ორგანიზმს. სწორი რაციონის გარდა, ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.

 

პროექტის აღწერა და განხორციელება:

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.

ჯანსაღი კვება აუცილებელია ზრდა/განვითარებისთვის. მოზარდს არა აქვს სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები მათი ორგანიზმისათვის. მათ უმეტესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც ზიანის მომტანი შიძლება იყოს მათი ჯანმრთელობისთვის.

პროექტის განხორციელებისთვის გადავწყვიტე გარკვეულ აქტივობათა დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა განმემარტა მოსწავლეებისათვის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება და სპორტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

 

მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

ბიოლ. X.7.2  მოსწავლე ასაბუთებს საკვების მნიშვნელობას ორგანიზმის ზრდისთვის და ენერგიით მომარაგებისთვის.

ბიოლ. X.7.4  იკვლევს საკვების შემადგენლობას (ორგანული და არაორგანული ნივთიერებები, ვიტამინები), კვებით ღირებულებებს და

                       ენერგიის შემცველობას, აანალიზებს დაბალანსებული კვებით რაციონს და თითოეულ კომპონენტის მნიშვნელობას

                       ორგანიზმისთვის.

ბიოლ. X.7.5  სქემატურად ასახავს საკვები ნივთიერებების გზას, საჭმლის მომნელებელი სისტემებიდან უჯრედებამდე.

 

ფ.ა.I0.1.  მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

მიმართულება: ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

·        აღწერს ფიზიკური აქტივობის შემდეგ სხეულის მოვლის პროცედურებს.

·        იცავს უსაფრთხოების წესებს მოძრავი თამაშების, ტანვარჯიშული და მძლეოსნური ვარჯიშების დროს.

·        იცავს უსაფრთხოების წესებს სპორტულ ინვენტართან მიმართებაში

მიმართულება: აქტიური მონაწილეობა

ფ.ა.I0.3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისთვის აუცილებელ ელემენტარულ ფიზიკურ აქტივობებში.

·        აქტიურად მონაწილეობს დაგეგმილ ფიზიკურ აქტივობებში (მოძრავი თამაშები, ტანვარჯიში, ...)

·        თამაშისას იცავს დადგენილ წესებს.


 

 

 

აქტივობა

განმხორციელებელი

თარიღი

შენიშვნა

 

 

 

 

 

1

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა

X კლასი

04 ნოემბერი

 

2

მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით

X კლასი

06  ნოემბერი

 

3

დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების რაციონი

X კლასი

08 ნოემბერი

 

4

ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში

X კლასი

11  ნოემბერი

 

5

შეხვედრა პედიატრთან — პედიატრის რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესაღებ; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია

X კლასი

13 ნოემბერი

 

6

დღის რეჟიმის შედგენა

X კლასი

14  ნოემბერი

 

7

პროექტის დახურვა

X კლასი

15  ნოემბერი

 

 

1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან (X კლასი)

04 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრებების გათვალისწინებით დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „აირჩიე ცხოვრების ჯანსაღი წესი", რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება.

2) მოსამზადებელი სამუშაოები.

06 ნოემბერს საკლასო ოთახში მოეწყო სადისკუსიოდ ლექციისათვის. გამოვაკარით საინფორმაციო პლაკატები და სურათები: სპორტის სხვადასხვა სახეობის შესახებ; კვების პირამიდის ამსახველი ფოტომასალა; არაჯანსაღი კვების მავნებლობის შესახებ. მოეწყო სპორტული მოედანი სხვადასხვა აქტივობების / ვარჯიშების ჩასატარებლად.

სწორი კვების რაციონი

ჯანსაღი ცხოვრების წესი

3) დისკუსია — მშობლებთან შეხვედრა (თემა: ჩემი შვილის კვების რაციონი).

08 ნოემბერს მოეწყო X კლასი მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს შვილების რაციონზე. არასწორმა კვებამ რა სავალალო შედეგები შეიძლება გამოიღოს ორგანიზმში. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს X კლასის მოსწავლეებმაც. შეხვედრაში მონაწილეობდა და სიტყვით გამოვიდა სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი ქ-ნი დალი ჯამასპიშვილი, რომელმაც ისაუბრა იმ სავალალო შედეგებზე, რომელიც თან ახლავს ისეთი საკვების მიღებას, რომელიც ზიანს აყენებს ჯანმრთელობას (სწრაფი კვების ობიექტები).

 

4) ლექცია თემაზე: „სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში".

11 ნოემბერს გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობდა X კლასელი მოსწავლეები, ასევე სკოლის დირექტორი და კლასის დამრიგებელი. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა როსტიაშვილმა.

ლექციის დასრულების შემდეგ X კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს ზ. გ. ვარჯიშები, სხვადასხვა სპორტული აქტივობები და მოძრავი თამაშები.

 

5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

13 ნოემბერს შევხვდით ჩვენი სკოლის პედიატრს ქ-ნ ნაზი გოგორიშვილს, რომელიც ესაუბრა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს — თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტს და ჯანსაღ კვებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში. მისცა რეკომენდაციები კერძოდ: როგორ გავასუფთაოთ ოთახი:

*გავანიავოთ ოთახი

*ჩავატაროთ სველი წმენდა

რატომ არის საჭირო კვება: „ხე ძლიერია თავისი ფესვებით, ადამიანი — საკვებით"

*რომ ვიცოცხლოთ

*რომ ვიყო ჯანმრთელი და მხიარული

 

 

6) დღის რეჟიმის შედგენა

დღის რეჟიმი

14 ნოემბერს მოეწყო შეკრება თემის „შევადგინოთ დღის რეჟიმი" განსახორციელებლად. დღის რეჟიმი — ეს არის ჩვენი საქმიანობის წესრიგი მთელი დღის განმავლობაში.


დღის რეჟიმი

o   გაღვიძება

o   დილის ვარჯიში

o   პირადი ჰიგიენა

o   საუზმე

o   სკოლაში მეცადინეობა

o   სადილი

o   გაკვეთილის მომზადება

o   ვახშამი

o   სუფთა ჰაერზე გასეირნება/გართობა

o   ძილი

 

7) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია

15 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული დღის რეჟიმი: სურათები ბოსტნეულით და ხილით. ვესტუმრეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს. გამოითქვა სურვილი, რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს მომავალ სასწავლო წელსაც.

ჯანსაღი ცხოვრების წესი — ეს არის სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური გარემო და მშვიდი სულიერი ცხოვრება.

 

პროექტის რესურსი:

ა) გამოყენებული ლიტერატურა:  ინტერნეტრესურსი

 

ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.

ჯანსაღი საკვები