სოციალური პროექტი „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია" (I კლასი)

   პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის
   საკონტაქტო ინფორმაცია
:

   სახელი:  ლალი

   გვარი:     ჯოხაძე 

   მობილურის ნომერი:  599 15 70 14

   რაიონი: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რ-ნი

    სკოლა: შპს კერძო სკოლა  ,,ივერონი’’

    საგანი:  ბუნებისმეტყველება (დაწყებითი კლასი)

პროექტის აღწერილობა

პროექტის სახელწოდება :  „ჯანსაღ  სხეულში  ჯანსაღი სულია“

 

შესავალი:  პროექტის მიზანი: მე  ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს

 

პროექტის მნიშვნელობა:  ჩვენი პროექტი მნივნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო  იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის. მოსწავლეები გაიგებენ,  რომ სიგარეტის მოწევა არის მავნე ჩვევა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ადრეულ ასაკში. ის აზიანებს ჯანმრთელობას. პირველ რიგში ფილტვებს, რამაც შეიძლება გამიწვიოს სიმსივნური წარმონაქმნები. იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ნაადრევ დაბერებას და კიდევ უამრავ სხვა გამოუსწორებელ შედეგს. ეს ყველაფერი კი მთავრდება ნაადრევი სიკვდილით. მოსწავლეებს ავუხსნი, და დავარწმუნებ - რომ  იყო ჯანმრთელი, აუცილებელია იცხოვრო ცხოვრების ჯანმრთელი წესით, რასაც ხელს უწყობს  გამაჯანსაღებელი ვარჯიშები და სწორი კვება.  

 

პროექტის აღწერა და განხორციელება

                              პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.

                     ჯანსაღი კვება აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. მოზარდებს არა აქვთ სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სასრგებლო და ჯანსაღი საკვები მათი ორგანიზმისათვის. ბავშვების უმრავლესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანია.

                    პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებს დავანახო, რომ ჯანსაღი საკვები და სპორტი რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის.

        

 

მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:

  ბუნ.დაწყ.(I). 1.  მოსწავლემ უნდა  შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილება და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების

                                  დემონსტრირება;

  ბუნ. დაწყ.(I). 2 ორგანიზმების (მცენარეებისა და ცხოველების) აღწერა და დახასიათებაძირითადი ნიშანთვისებების მიხედვით;

                             ორგანიზმების დაჯგუფება. ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულების,

                              ცხოველქმედებისა და სასიცოცხლო ციკლის თავისებურებებზე მსჯელობა;

                              ორგანიზმების სასიცოცხლო მოთხოვნილებებისა და მათზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ მსჯელობა.

 

ფ.ა.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს დაიცვას პირადი ჰიგიენის და უსაფრთხოების ელემენტარული წესები.

ფ.ა.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი საბაზისო მოძრაობითი უნარ-ჩვევების

                          წარმოჩენა.

ფ.ა.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაკაჟებისათვის აუცილებელ ელემენტარულ

                          ფიზიკურ აქტივობებში.

ფ.ა.დაწყ.(I).4.  მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის

                           საფუძველზე.

ფ.ა.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ფიზიკური აქტივობის დაკავშირება სხეულის მდგომარეობასთან.

 

 

აქტივობა

განმხორციელებელი

    დრო

შენიშვნა

საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა.

I    კლასი

05 ნოემბერი

 

მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.

I   კლასი

07 ნოემბერი

 

დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების  კვების რაციონი.

I  კლასი

12 ნოემბერი

 

ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.

I   კლასი

14 ნოემბერი

 

შეხვედრა პედიატრთან: პედიატრის რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესახებ; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

I  კლასი

15 ნოებერი

 

დღის რეჟიმის შედგენა

I    კლასი

18 ნოემბერი

 

პროექტის დახურვა

I  კლასი

19 ნოემბერი

 

 

საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან  (I კლასი)

       1)     05 ნოემბერს  შედგა საინფორმაციო  შეხვედრა I კლასის მოსწავლეებთან. გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა მოსაზრებები და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანიც იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანიც იყო ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა და გააზრება. 

საკვების პირამიდაჯანსაღი საკვები

       2)    მოსამზადებელი სამუშაოები.

07 ნოემბერს - საკლასო ოთახი მოვაწყვეთ სადისკუსიოთ. გამოვაკარით პლაკატები, კვების პირამიდის გამომსახველი ფოტო, მავნე პროდუქტების ფოტოები. სპორტულ მოედანზე ჩატარებული ვარჯიშები.

3)     დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა (ჩემი შვილის კვების რაციონი)
12 ნოემბერს - მოვაწყვეთ შეხვედრა პირველი კლასის  მშობლებთან, ვისაუბრეთ კვების რაციონზე. რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ. მონაწილეობდნენ პირველი კლასის მშობლები. მათ ესაუბრა სკოლის პედიატრი ქ-ნი ნაზი გოგორიშვილი. მან აღნიშნა,  თუ რა ზიანი მოაქვს სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ საკვებს.

4) ლექცია თემაზე: „ სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში“
14 ნოემბერს გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პირველი კლასის მოსწავლეები. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა როსტიაშვილმა. ლექციის დასრულების შემდეგ შესრულდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და  მოძრავი თამაშები.

ჯანმრთელი ოჯახი ჯანმრთელი ბავშვი

5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.

15 ნოემბერს - მოვიწვიეთ პედიატრი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა  სპორტის და ჯანსაღ კვების წესის პოპულარიზაციაზე. მისცა რეკომენდაციები:

       როგორ გავასუფთაოთ ოთახი:

      .დავასუფთაოთ სველი წესით.

      . ხშირად გავანიავოთ.

 

       რატომ არის საჭირო სწორი კვება:

        . რომ გავიზარდოთ.

        . ვიყოთ ჯანმრთელები.

        . დიდხანს ვიცოცხლოთ.

 

6) 18 ნოემბერს - დღის რეჟიმის შედგენა:

დ ღ ი ს   რ ე ჟ ი მ ი:

. გაღვიძება;

. გამამხნევებელი ვარჯიშები;

. პირადი ჰიგიენა;

. ჯანმრთელი საუზმე;

. სკოლაში წასვლა;

. სადილი;

. მეცადინეობა;

. ვახშამი;

. გასეირნება ძილის წინ.

 

7) პროექტის  შეჯამება  და  პრეზენტაცია .

19 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი დღის რეჟიმის, მათ მიერ ხშირად მოხმარებული ჯანმრთელი პროდუქტების შესახებ, რომელიც წარმოვადგინე დაფაზე ჩანაწერის სახით.  შეჯამებისას აღნიშნეს, რომ მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ჯანმრთელი საკვების მიღება.

 

 პროექტის რესურსები:

ა) გამოყენებული ლიტერატურა: სკოლის სახელმძღვანელო, ინტერნეტრესურსი 

ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის ამსახველი ფოტოები: