პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის
საკონტაქტო
ინფორმაცია:
სახელი: მარეხი
გვარი: კორსაველი
მობილურის ნომერი: 599 298862
რაიონი: ვაკე-საბურთალო
სკოლა: შპს კერძო სკოლა ,,ივერონი’’
საგანი: რუსული ენა
(VI
კლ)
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება : „ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“
შესავალი: პროექტის მიზანი: მე ვირჩევ ცხოვრების ჯანსაღ წესს
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის. მოსწავლეები გაიგებენ რომ სიგარეტის მოწევა არის მავნე ჩვევა, რომელიც შეიძლება ადამიანმა დაიწყოს ადრეულ ასაკში. ის აზიანებს ჯანმრთელობას. პირველ რიგში ფილტვებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნური წარმონაქმნები. იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ნაადრევ დაბერებას. ეს ყველაფერი კი მთავრდება ნაადრევი სიკვდილიანობით. მოსწავლეებს ავუხსნი, და დავარწმუნებ, რომ იყო ჯანმრთელი, აუცილებელია იცხოვრო ცხოვრების ჯანმრთელი წესით, რასაც ხელს უწყობს გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, სწორი კვება.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
ჯანსაღი კვება აუცილებელია ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. მოზარდებს არა აქვთ სათანადო ცოდნა იმის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვები მათი ორგანიზმისათვის. ბავშვების უმრავლესობას უყვარს ისეთი საკვები, რომელიც ჯანმრთელობისათვის ზიანის მომტანია.
პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარება მოსწავლეებს ვაჩვენო ჯანსაღი საკვები და სპორტი რაოდენ მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობისათვის.
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
ბუნ.დაწყ.(II).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ.დაწყ.(II).2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ორგანიზმებისათვის ზოგიერთი ნიშან-თვისების შეგუებითი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა, ტიპობრივი ეკოსისტემების დახასიათება და მათში მოქმედი მარტივი კვებითი კავშირების აღწერა;
ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა;
ადამიანის ზოგიერთი ორგანოს ამოცნობა და ორგანიზმის, როგორც ერთი მთლიანის განხილვა;
ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორის შესახებ მსჯელობა.
ფ.ა.დაწყ.(II).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ჯანმრთელობის, როგორც საზოგადოებაში წარმატებული არსებობის ერთ-ერთი საწინდარის, განსაზღვრა.
ფ.ა.დაწყ.(II).2.
მოსწავლეს განვითარებული უნდა ჰქონდეს საკუთარი და სხვების უსაფრთხოების დაცვისა და კრიტიკული სიტუაციებიდან თავის დაღწევის უნარი.
მიმართულება: მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები
ფ.ა.დაწყ.(II).3.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა ფიზიკური აქტივობისას.
მიმართულება: აქტიური მონაწილეობა
ფ.ა.დაწყ.(II).4.
მოსწავლემ უნდა შეძლოს მონაწილეობის მიღება ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც მის ჯანმრთელობას აუმჯობესებს.
ფ.ა.დაწყ.(II).5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამოვლენა ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე.
აქტივობა |
განმხორციელებელი |
თარიღი |
შენიშვნა |
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა. |
VI კლასი |
8 ოქტომბერი |
|
მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. |
Vi კლასი |
10 ოქტომბერი |
|
დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების კვების რაციონი. |
VI კლასი |
11 ოქტომბერი |
|
ლექცია: სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში. |
VI კლასი |
15 ოქტომბერი |
|
შეხვედრა პედიატრთან: პედიატრის რეკომენდაცია ჯანსაღი კვების შესახებ; ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია. |
VI კლასი |
16 ოქტომბერი |
|
დღის რეჟიმის შედგენა |
VI კლასი |
17 ოქტომბერი |
|
პროექტის დახურვა |
VI კლასი |
18 ოქტომბერი |
|
1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან (VI კლასი)
8
ოქტომბერს შედგა საინფორმაციო შეხვედრა VI კლასის
მოსწავლეებთან გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა მოსაზრებები და
დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანიც იყო ცხოვრების ჯანსაღი
წესის გაცნობა და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანიც იყო
ცხოვრების ჯანსაღი წესის გაცნობა და გააზრება.
2) მოსამზადებელი სამუშაოები.
10 ოქტომბერს საკლასო ოთახი მოვაწყვეთ სადისკუსიოთ. გამოვაკარით პლაკატები, კვების პირამიდის გამომსახველი ფოტო, მავნე პროდუქტების ფოტოები. სპორტულ მოედანზე ჩატარებული ვარჯიშები.
3) დისკუსია - მშობლებთან შეხვედრა (ჩემი შვილის კვების რაციონი)
11 ნოემბერს მოვაწყვეთ შეხვედრა მეექვსე კლასის მშობლებთან, ვისაუბრეთ კვების რაციონზე. რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ. მონაწილეობდნენ მეექვსე კლასის მშობლები. მათ ესაუბრა სკოლის პედიატრი ქ-ნი ნაზი გოგორიშვილი. მან აღნიშნა, თუ რა ზიანი მოაქვს სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ საკვებს.
4) ლექცია თემაზე: „ სპორტი და მისი ადგილი ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში“
15 ოქტომბერს გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები. თემის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა სპორტის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა როსტიაშვილმა. ლექციის დასრულების შემდეგ შესრულდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები და მოძრავი თამაშები.
5) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია.
16 ოქტომბერს მოვიწვიეთ პედიატრი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა სპორტის და ჯანსაღ კვების წესის პოპულარიზაციაზე. მისცა რეკომენდაციები:
. როგორ გავასუფთაოთ ოთახი.
.დავასუფთაოთ სველი წესით.
. ხშირად გავანიავოთ.
რატომ არის საჭირო სწორი კვება:
. რომ გავიზარდოთ.
. ვიყოთ ჯანმრთელები.
. დიდხანს ვიცოცხლოთ.
6) დღის რეჟიმის შედგენა:
17 ოქტომბერს მოეწყო შეკრება თემის „შევადგინოთ დღის რეჟიმი„ განსახორციებლად.დღის რეჟიმი,ეს არის ჩვენი საქმიანობის წესრიგში მოყვანა მთელი დღის განმავლობაში
დღის რეჟიმი:
. გაღვიძება;
. გამამხნევებელი ვარჯიშები;
. პირადი ჰიგიენა;
. ჯანმრთელი საუზმე;
. სკოლაში წასვლა;
. სადილი;
. მეცადინეობა;
. ვახშამი;
. გასეირნება ძილის წინ.
7) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია .
18 ოქტომბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება. მოსწავლეებმა ისაუბრეს საკუთარი დღის რეჟიმის, მათ მიერ ხშირად მოხმარებული ჯანმრთელი პროდუქტების შესახებ, რომელიც წარმოვადგინე დაფაზე ჩანაწერის სახით. შეჯამებისას აღნიშნეს, რომ მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია ჯანმრთელი საკვების მიღება.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა: ინტერნეტრესურსი
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.