პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაცია:
სახელი: მარეხი
გვარი: კორსაველი
მობილურის ნომერი: 599 29 88 62
რაიონი: ვაკე-საბურთალოს რ-ნი
სკოლა: შპს კერძო სკოლა „ივერონი“
საგანი: რუსული
ენა
(VI
კლ)
პროექტის აღწერილობა
პროექტის სახელწოდება - „არა ბულინგს!“ ბულინგი - პრობლემა, რომელიც ყველეს გვეხება.
შესავალი: პროექტის მიზანი: სასკოლო კონფლიქტების პრევენცია.
პროექტის მნიშვნელობა: ჩვენი პროექტი მნიშვნელოვანია იმ გარემოებებით, რომ იგი საინტერესო იქნება არა მარტო მოსწავლეებისათვის, არამედ ყველასათვის. გაიგებენ, რომ ბულინგი ადამიანებისათვისათვის ზიანის მომტანია. არსებობს ბულინგის რამდენიმე სახეობა:
1.ფიზიკური ბულინგი
2.სიტყვიერი ბულინგი
3.კიბერ ბულინგი
4.არაპირდაპირი ბულინგი
მოსწავლეები გაეცნობიან ბულინგის უარყოფით მხარეებს.
პროექტის აღწერა და განხორციელება
პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი საორგანიზაციო საკითხების განხილვა, პროექტში მონაწილე ძირითადი ჯგუფის წევრების შეკრება, სამოქმედო გეგმის შემუშავება და დროში გაწერა.
მოზარდებს არა აქვთ სათანადო ცოდნა ბულინგის შესახებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბულინგის პრევენცია მოზარდებში. მოსწავლეები ხშირად ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.
პროექტის განხორციელებისათვის გადავწყვიტე გარკვეული აქტივობების დასახვა, რომელიც დამეხმარებოდა დამენახვებინა ბულინგი მოზარდებში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ტოლერანტობა და ემპატია სკოლაში.
მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები:
უცხ.დ.lV.21. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივოვებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება. უსაფრთხოების წესების დაცვით მონაწილეობს მარტივ პრაკტიკულ აქტივობებში.
უცხ.დ.IV.25. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან,მასწავლებელთან და ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს, უსმენს სხვისას.
აქტივობა |
განმხორციელებელი |
დრო |
შენიშვნა |
1) საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილეებთან და პროექტის გეგმის შედგენა. 2)მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით.
3)დისკუსია-გამოკითხვა მოსწავლეებს შორის ბულინგის შესახებ, მშობლებთან შეხვედრა, როგორია მათი შვილების ქცევები, აზრი ბულინგის შესახებ.
4)ლექცია; ბულინგი და მისი პრევენცია.
5)შეხვედრა უსაფრთხო სკოლის მენეჯერთან. რეკომენდაციები, ტოლერანტობის, ემპატიის გრძნობის გაღვივება მოს-წავლეებში.
პროექტის დახურვა ფილმის ჩვენება, განხილვა. ფილმი „ტბა“
რესურსები; პროექტორი, პლაკატები. |
VI კლასი
VI კლასი
VI კლასი
VI კლასი
VI კლასი
VI კლასი
|
12 ნოემბერი
14 ნოემბერი
15 ნოემბერი
18 ნოემბერი
21 ნოემბერი
22 ნოემბერი
|
|
1) საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან 12 ნოემბერს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროექტის მონაწილე მოსწავლეებთან. მათი მოსაზრების გათვალისწინებით, დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „არა ბულინგს“, რომლის მიზანი იყო სასკოლო კონფლიქტების პრევენცია.
2) მოსამზადებელი სამუშაოები . 14 ნოემბერს გაიმართა მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. საკლასო ოთახი მოეწყო სადისკუსიოდ ლექციისათვის. გაიკრა საინფორმაციო პლაკატები და სურათები ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე.
3) დისკუსია-მშობლებთან შეხვედრა.
15 ნოემბერს მოეწყო VI კლასის მშობლებთან შეხვედრა, ისაუბრეს თუ როგორია მათი შვილების ქცევა, აზრი ბულინგის შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს VI კლასის მოსწავლეებმა, ასევე უსაფრთხო სკოლის მენეჯერმა ქ-ნმა ნაზი გაბაიძემ, რომლებმაც ისაუბრეს იმ სავალალო შედეგებზე, რომლებიც თან ახლავს ძალადობას.
4) ლექცია თემაზე-„ბულინგი და მისი პრევენცია“
18 ნოემბერს გაიმართა ლექცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VI კლასის მოსწავლეებმა. ასევე მონაწილეობდნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებლები, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს აღნიშნული თემის ირგვლივ.
5) ტოლერანტობა მოსწავლეებში.
21 ნოემბერს შეხვედრა ასევე უსაფრთხო სკოლის მენეჯერმა ქ-ნმა ნაზი გაბაიძემ. მან მოსწავლეებს მისცა რეკომენდაციები - ტოლერანტობის, ემპატიის გრძნობის გაღვივება მოსწავლეებში.
6.) პროექტის შეჯამება და პრეზენტაცია
22 ნოემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია-შეჯამება.პროექტი დასრულდა ფილმის „ტბა„-ს ჩვენებით.მოსწავლეები კმაყოფილები დარჩნენ მიღებული ინფორმაციით.პროექტი წარმატებით დასრულდა. გამოითქვა სურვილი,რომ მსგავსი პროექტი განხორციელდეს მომავალ სასწავლო წელსაც.
პროექტის რესურსები:
ა) გამოყენებული ლიტერატურა: სახელმძღვანელო, ინტერნეტრესურსი
ბ) ტექნიკა: კომპიუტერი, პროექტორი.
პროექტის ამსახველი ფოტო მასალა: