მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე (IV კლასი)

2019 წლის 16 სექტემბრიდან კერძო სკოლა „ივერონი“ გთავაზობთ  მათემატიკის შემსწავლელ უფასო წრეს IV კლასის მოსწავლეთათვის. წრის ხელმძღვანელია დაწყებითი კლასების მასწავლებელი ქ-ნი ლალი ჯოხაძე.

 

მოსწავლეები დაეუფლებიან ნატურალური რიცხვების ჩაწერას, წაკითხვას, შედარებას, დალაგებას პოზიციური სისტემის გამოყენებით. მათემატიკური მოქმედებების შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის შესრულებას და ერთმანეთთან დაკავშირებას.  წრე მოსწავლეებს საფუძველს  უქმნის  როგორც  მათემატიკური  ცოდნის  მიმართ,  ასევე  მათემატიკის  შემდგომი  შესწავლისთვის შესაბამისი  უნარების  განვითარების  მხრივაც.  მოსწავლე  შეძლებს  ერთმანეთს  შეუსაბამოს  რიცხვები, შეადაროს  საგნები, ერთმანეთთან  დააკავშიროს   მოქმედებები,  რიცხვებს  შორის  დამოკიდებულებები  და  შეკრება-გამოკლების  მაგალითები. მათემატიკის  ცოდნა  გამოიყენოს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში.

მეცადინეობებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მცნებების გააზრებას, რიცხვების გამოსახვას პოზიციური სისტემის გამოყენებით. რიცხვების დამრგვალებას, თანრიგებში მდგომი რიცხვების შესაბამის მნიშვნელობებს, რიცხვების წარმოდგენას სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით. რეპროდუქციისათვის გამოვიყენებ წიგნს, პლაკატებს, კომპიუტერს, რომელშიც იქნება წინასწარ შექმნილი ფაილები.

მოსწავლეები ისწავლიან შეკრება-გამოკლების წესებს, ციფრების  სწორ ჩაწერას, ამოცანის შემადგენელი ნაწილების დამახსოვრებას.  

წრე განკუთვნილია IV კლასის მოსწავლეებისთვის.  მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე მათთვის წრის მეცადინეობებზე დასწრება იქნება კარგი საშუალება ისწავლონ ამოცანის მოკლე ჩანაწერის გაკეთება და ამოხსნა, სათანრიგო ერთეულები, მოქმედებათა რიგი, გეომეტრიული ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია, საგანთა და ფიგურათა ზომების და ობიექტთა შორის მანძილის პოვნა. წრეზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება მათემატიკის საფუძვლიან შესწავლაში.

მათემატიკური მცნებების ცოდნა და უნარები:

·         მცნებების ცოდნა;

·         რიცხვების  ჩაწერის ცოდნა;

·       გამრავლება- გაყოფის მოქმედებების შესრულება;

·         ამოცანის მოკლედ ჩაწერა;

·         ამოცანის ამოხსნა.

·       მოქმედებათა მიმდევრობის უნარ-ჩვევები

 

 

კომუნიკაციური უნარები:

·         რიცხვების ჩაწერა;

·         საზომი ერთეულების გამოყენება;

·         ამოცანის შემადგენელი ნაწილების ჩამოთვლა;

·         ზეპირი კომუნიკაცია;

·         წერითი კომუნიკაცია.

 

საწრეო მუშაობის პროგრამა მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულა აქტივობებს.

სასწავლორესურსი: სახელმძღვანელო (აიემც), საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი,  კომპიუტერი,  მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.

მასწავლებელი  არეგისტრირებს  მუშაობაში  მსურველ  ბავშვებს,  მათ  მშობლებს  გააცნობს    წრის  მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს  ინდივიდუალურად  დაურიგებს  წინასწარ  გამზადებულ  ბარათებს  და  სთხოვს  შეავსონ  კითხვარი,  თუ  რა  მოლოდინი  აქვთ  წრის   მუშაობის  პროცესში

 

წრის  სამუშაო  პროგრამა:

1. ვემზადებით მრავალნიშნა  რიცხვების  შესასწავლად    

              ა) რიცხვების გამოსახვა.

              ბ)  რიცხვების წაკითხვა.   

              გ) შედარება, დალაგება.  

              გ) ნარურალური რიცხვების დამრგვალება.

            2. დავუმატოთ,  გამოვაკლოთ . 

              ა ) რიცხვის  გაზრდა,  შემცირება.

              ბ ) ასხელებს რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვს.

            3. ვიყენებთ  მათემატიკურ  ნიშნებს. 

               ა ) რიცხვებს  შორის  მიმართების  ჩაწერა. 

               ბ) გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება და მათი ერთმანეთთან            კავშირი.

            4.  შევადაროთ  მიმდევრობები.

               ა) გეომეტრიული  ფიგურების აღწერა და მათი კლასიფიკაცია;

               ბ)მოცემული  ფრაგმენტის  მიხედვით  მიმდევრობის  ღია  პოზიციის  შევსებ

             5.  სიგრძის საზომი ერთეულის გამოყენება

              ა) საზომი ერთეულების ადეკვატური  გამოყენება.

              ბ) მოსწავლემ შეძლოს მრავალნიშნა რიცხვების შეკრება - გამოკლება.

             6. პოულობს  უცნობ კომპონენტებს.

                    ა) შეკრების  თვისებების  გამოყენება.

                    ბ) პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა. 

             7. ამოვხსნათ  ამოცანები და მაგალითები.

                    ა) რამოდენიმე მოქმედებიანი ამოცანის ამოხსნა დამსჯელობა.

                    ბ) რომელ  ნაწილში  გამოგვადგება  შეკრება გამოკლების  ოპერაცია.

                                                 

           8. შემაჯამებელი საწრეო მუშაობა.

ა) მასალის წერითი შემოწმება

ბ) ზეპირი გამეორება, დამოუკიდებელი სამუშაო.

             

საწრეო მუშაობის ხანგრძლივობა:  ერთი სემესტრი (20.09. 2019 – 27.12.2019). 

            შეხვედრის დღე და დრო:  პარასკევი 17:00 სთ

შეხვედრის ხანგრძლივობა: 45 წუთი

 

შეხვედრების განრიგი:

 

N

საწრეო მუშაობის განრიგი

 

N

საწრეო მუშაობის განრიგი

 1

20. 09. 2019

8

 08. 11. 2019

2

27. 09  2019

9

 22. 11. 2019

3

04. 09. 2019

10

 29. 11. 2019

4

11. 10. 2019

11

 06. 12. 2019

5

18. 10. 2019

12

 13. 12. 2019

6

25. 10. 2019

13

 20. 12. 2019

7

01. 11. 2019

14

 27. 12. 2019

 

 

მათემატიკის  შესწავლის მსურველებმა მიმართეთ სკოლის ადმინისტრაციას.