შშმ პირები ჩვენს გვერდით

3 დეკემბერს სკოლა „ივერონის“ V. VI, VII  და  VIII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში ფოტო-გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა შშმ პირების ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. ეს თემა მეტ-ნაკლებად ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამიტომ გამოფენის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემას დაბრუნებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.  

მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა ისტორიები, რომლებთანაც მათ უშუალო შეხება ჰქონიათ. გაიხსენეს გამოფენაზე წარმოდგენილი პირები და მათი ისტორიები. უფროსკლასელებმა  საინტერესო რჩევები მისცეს უმცროს მეგობრებს, შესთავაზეს წასაკითხი წიგნები და ფილმები  შშმ პირების ცხოვრების შესახებ.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ - X კლასის მოსწავლეები:  სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი  ნინო შარაძე და კლუბის წევრები - ირაკლი გურგენიძე და ელენე სარაჯიშვილი.

(ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები)