სკოლა „ივერონში“ წიგნის მოყვარულთა კლუბის მუშაობა გახსნეს V კლასის მოსწავლეებმა. კლუბის შეხვედრები ამ დრომდე ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო. ესაა ყველასათვის ნაცნობი თემა - კოვიდპანდემია.
მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც დღეისათვის ისინი კითხულობენ. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები წაკითხული ნაწარმოებების შესახებ, ისაუბრეს მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟების შესახებ. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი ირმა ალფაიძე. (ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები)