2022 წლის 06 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა III, IV და V კლასების მოსწავლეები მოიწვიეს საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ - უსაფრთხო გადაადგილება ქუჩაში. უფროსკლასელები თავიანთ პატარა მეგობრებს ესაუბრნენ იმის შესახებ, თუ რამდენადაა დაკავშირებული საგზაო ნიშნების ცოდნა და ამ ცოდნის გამოყენება ჩვენს უსაფრთხო გადაადგილებასთან.
დაისვა კითხვა - რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ქუჩაში უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ ტრანსპორტითაც და ფეხით სიარულის დროსაც?
სამწუხაროდ, ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელმაც იმსხვერპლა არაერთი ჩვენი მოქალაქე. იმსხვერპლა მძღოლები, ავტომანქანაში მყოფი მგზავრები, ქვეითად მოსიარულეები, ბავშვები... ბევრი მათგანი კი სამუდამოდ დაინვალიდა...რა არის ამის მიზეზი? ვინ არის დამნაშავე? - მძღოლი თუ ქვეითად მოსიარულე?..
კლუბის წევრებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს აჩვენეს რამდენიმე შემეცნებითი ანიმაციური ფილმი საგზაო ნიშნებთან დაკავშირებით. პატარები საკმაოდ საინტერესოდ საუბრობდნენ ამ თემაზე. გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს, იხსენებდნენ მათთვის ცნობილ სხვადასხვა შემთხვევებს, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს იმის შესახებ, თუ ვისი გაუფრთხილებლობით იყო გამოწველი კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევა.
შეხვედრამ ცხადყო, რომ სკოლის მოსწავლეები ასაკის შესაბამისად, კარგად იცნობენ საგზაო ნიშნებს, ყოველთვის ყურადღებით კვეთენ გზას შუქნიშნისა და ზებრა გადასასვლელის დახმარებით.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი ქ-ნი ელისო ბუცხრიკიძე, კლასის დამრიგებლები და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.