2022 წლის 8 აპრილს სკოლის ბიბლიოთეკაში სამოქალაქო განათლების კლუბში VIII და IX კლასების მოსწავლეთა შეხვედრის თემა შეეხო არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს, მათ გამომწვევ და ხელისშემწყობ გარემოებებს. ისაუბრეს საზოგადოებისა და სახელმწოფოს როლზე. იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. განიხილეს მათთვის ცნობილი მაგალითები.
შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები. ისაუბრეს იმ თვისებების გამომუშავების აუცილებლობაზე, რაც დაიცავს მოზარდს, რათა უნებლიედ დამნაშავედ არ ჩამოყალიბდეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი (ქ-ნი ე. ბუცხრიკიძე) და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.