ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი

2022 წლის 02 მაისს ისტორიისა და გეოგრაფიის მოყვარულთა კლუბი შეიკრიბა  საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროდ.  შეხვედრას უძღვებოდა კლუბის ხელმძღვანელი, სკოლის ისტორიის მასწავლებელი ქ-ნი იზა გარსენიშვილი.

ნაციზმის იდეოლოგია-პოლიტიკური დანაშაული XX საუკუნე უმნიშვნელოვანესი მოვლენებით გამოირჩევა კაცობრიობის ისტორიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას ჩამოყალიბდა ტოტალიტარული სახელმწიფოები, რომელთა შორის განსაკუთრებული ძალმოსილებით გამოირჩეოდა ნაცისტური გერმანია, რომელმაც XX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მეორე მსოფლიო ომი წამოიწყო. ნაციზმის იდეოლოგიის მიზანი იყო გერმანული რასის უპირატესობის პროპაგანდა და ბრძოლა სხვა დაბალი" რასების წინააღმდეგ. ჰიტლერის ნაცისტური იდეოლოგიის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდა ანტისემიტიზმი, რომელიც პრაქტიკად აქცია და ებრაელების მასობრივად გასანადგურებლად მთელი სისტემა-სიკვდილის ბანაკების" ქსელი შექმნა. 1942 წელს ვანზეეს ნაცისტურ კონფერენციაზე შეიმუშავეს რაიხის მტრების განადგურების ეფექტური გეგმა-გაზით მოწამვლა. დაიწყო საკონცენტრაციო ბანაკების აღჭურვა გაზის კამერებითა და კრემატორიუმებით. გეგმა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული. მის შესახებ საკუთარ მოსახლეობასაც კი უმალავდნენ. გეგმა სამი წლის მანძილზე სრულდებოდა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ფილმი ბიჭი ზოლიან პიჟამაში" შექმნილია ჰოლოკოსტის თემაზე (სცენარის ავტორი: მარკ ჰერმანი). ფილმში რეალურად ასახულია ნაციზმის სახე ორი პატარა ბიჭის ცხოვრების მაგალითზე.

ფილმის ნახვის შემდეგ, VII-VIII-IX კლასების მოსწავლეებმა მოაწვეს ფილმის განხილვა, დაგმეს ჰოლოკოსტი და იდეოლოგია, რომელიც ადამიანის მთავარ უფლებას-სიცოცხლის უფლებას საფრთხეს უქმნის.