2022 წლის 01 ნოემბერს წიგნისმოყვარუთა კლუბში VI კლასის მოსწავლეები შეხვდნენ მწერალ ნუგზარ ხუციშვილს, რომელიც ჩვენი სკოლის მოსწავლის - ვანიკო ხაჭაპურიძის პაპაა. ბ-ნი ნუგზარი გახლავთ მწერალთა კავშირის წევრი. მან ჩვენი მოსწავლეებისათვის მოიტანა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა წიგნები: „თეთრი ირემი“ (მოთხრობების, ნოველებისა და ლექსების კრებული), „ჭიაკოკონობა“ (საბავშვო ლექსების კრებული) და „ლექსად ნათქვამი ლეგენდები“. ავტორმა მოკლედ მიმოიხილა კრებულები, ბავშვებს უამბო მათი შექმნის ისტორიები, გაიხსენა სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის პირველი ნაბიჯები...
საბავშვო ლექსების კრებული „ჭიაკოკონობა“ ეძღვნება შვილიშვილს - ვანიკოს, რომელიც წიგნის გამოცემის პერიოდში ჯერ მხოლოდ 4 წლისა იყო.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის ბ-ნ ნუგზარს სტუმრობისათვის და უსურვებს საინტერესო შემოქმედებით წლებს.
ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი მოსწავლეებისათვის.