ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქ-ნმა ირმა ალფაიძემ, VIII-IX კლასების მოსწავლეებს წიგნისმოყვარულთა კლუბის ფარგლებში აჩვენა რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „გაღმა ნაპირი“ (2009 წ.), რომელმაც სხვადასხვა ფესტივალებზე არაერთი ჯილდო მოიპოვა. ის გადაღებულია ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. ფილმის ჩვენებას თან ერთვოდა პარალელები ლიტერატურულ პირველწყაროსთან. მოსწავლეებისათვის ნაცნობი იყო ფილმის ცალკეული ეპიზოდების მუსიკალური გაფორმება, მისი აზრობრივი დატვირთვა, რაც მათ წინა წლებში მუსიკის გაკვეთილებზე შეისწავლეს.