ღონისძიებები და პროექტები
სასკოლო პროექტის ფარგლებში (თემა - „ჩვენი საგანძური“)  IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით: „საქართველო UNESCO- ს მემკვიდრეობის ნუსხაში“  (მასწავლებელი: ე. ბუცხრიკიძე)

თემა - „სვეტიცხოველი“  (მასწავლებელი: მარიამ დავითაშვილი)

სკოლა “ივერონი“ მდებარეობს დიდ დიღომში, რომელიც ქალაქ მცხეთასთან ძალიან ახლოს არის, ამიტომ არჩევანი სწორედ სვეეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე შეჩერდა. არჩევანი ძეგლის მდებარეობამ განაპირობა და ასევე იმ გარემოებამ, რომ სვეტიცხოველი საქართველოს სამი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული ტაძარიდან ერთ-ერთია (სვეტიცხოველი, გელათი და ალავერდი)

სვეტიცხოველი - საქართველოს დედა-ტაძარი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა მოღვაწეობის მთავარი ცენტრი. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.

აქტივობის მიზანი: საკუთარი უნიკალურობის გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება. გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენი უნიკალური განსხვავებული თვისებებით ვქმნით ერთიან, მეგობრულსა და ძლიერ გუნდს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მოზარდმაყურებელთა თეატრს სპექტაკლზე „ელფები და შობის სასწაული“.

პრეზენტაცია თემაზე ,,სიმეტრია ჩვენს გარშემო“  (მასწ.: დინარა დვალიშვილი)

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღერძული და ცენტრული სიმეტრია  საკოორდინატო სიბრტყეში, ბრტყელ  ფიგურებში: წრფე, მონაკვეთი, წრე, კვადრატი, მართკუთხედი, რომბი, წესიერი მრავალკუთხედები და ა. შ.

შეძლეს საინტერესოდ წარმოეჩინათ სიმეტრია არქიტექტურაში, ლოგოებში,  სახელმწიფო დროშებში, ფერწერაში, მცენარეებში, სიტყვებში, მრავალნიშნა რიცხვების ნამრავლში, საყოფაცხოვრებო საგნებში, ადამიანის აგებულებაში, ცოცხალ ორგანიზმებში და ა. შ.

იაკობ გოგებაშვილის კვირეულის დასასრულს, დაწყებითი კლასების IV კლასის მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები აქტიური ჩართულობისა და მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების ჩვენებისათვის (მასწ.: ლია კუკავა)

Facebook