ღონისძიებები და პროექტები

ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“  ჩვენი მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი  აქტივობაა.  საგაზაფხულო ტურნირში ჩართულები იყვნენ III – XI კლასების მოსწავლეები.

ყველა ასაკობრივ კატეგორიაში თამაში  მიმდინარეობდა დაძაბულად. თითოეული გუნდი ცდილობდა მაქსიმალურად წარმოეჩინათ თავი და გამოევლინა თავისი შესაძლებლობები.

თამაშის საბოლოო შემდეგები ასეთია:

 U5 ასაკობრივი კატეგორია (III-IV-V კლ): 

I ადგილი -  გუნდი „მეგა ტვინები“      (66 ქულა - V კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ფენიქსი“      (56 ქულა - IV კლ) 

III  ადგილი - გუნდი  „ლომები“        (54 ქულა - III კლ)

                         გუნდი  „შევარდენი“    (54 ქულა - V კლ)

 

U8  ასაკობრივი კატეგორია (VI-VII-VIII კლ): 

I ადგილი -  გუნდი „ბუები“   (84 ქულა - VII კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ჰეროდოტე“   (83 ქულა - VIII კლ) 

III  ადგილი - გუნდი  „ტიფლისი“  (79 ქულა - VIII კლ)

 

 U12  ასაკობრივი კატეგორია (IX-X-XI კლ): 

I ადგილი -  გუნდი „გალაქტიკა“   (78 ქულა - XI კლ)

II  ადგილი - გუნდი  „ნიკე“   (61 ქულა - X კლ)

III  ადგილი - გუნდი  „ელპრიმო“  (60 ქულა - X კლ)

14 აპრილი - დედაენის დღეა!

ამასთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში (I-IV კლ) ტრადიციულად ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები. განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ პირველკლასელები, რომლებმაც შესანიშნავად გაართვეს თავი ამ საპასუხისმგებლო დავალებას. 

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, IX კლასის ინიციატივით (საგანი - გეოგრაფია, მასწავლებელი - ე. ბუცხრიკიძე) სკოლაში შეგროვდა მაკულატურა, რომლის ჩაბარებითაც მიღებული თანხით კლასმა შეიძინა 3 რუკა გეოგრაფიისა და ეიტორიისათვის, გოდერძი ჩოხელის მოთხრობების კრებული ბიბლიოთეკისათვის და 2 ლახტი მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილისათვის.

მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოაწესრიგეს რუკები. კრებული გადასცეს ბიბლიოთეკას, ხოლო ლეხტებით გაახარეს დაწყებითი კლასების მოსწავლეები.  ქ-ნმა ელისომ პატარებს მოკლედ აუხსნა მეორადი ქაღალდის გადამუშავებისა და დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირმა ალფაიძის ინიციატივით, VII-VIII კლასების მოსწავლეებმა მოინახულეს დიდუბის პანთეონი და თბილისის ბოტანიკური ბაღი.  პანთეონში მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცნობილი ნაწარმოებები. ჩვენმა ვიზიტმა პანთეონის დირექტორის - ბატონი ბადრი ქუთათელაძის ყურადღება მიიქცია. მან ჩვენს მოსწავლეებს მოკლედ მოუთხრო დიდუბის პანთეონისა და ეკლესიის საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.
8, 10 და 11 აპრილს  V-XI კლასებში ჩატარდა  სადიაგნოსტიკო წერები საბუნებისმეტყველო საგნებში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ბუნებისმეტყველება). მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ განსხვავებულ პირობებში გამოეცადათ საკუთარი თავი და გამოევლინათ ამ ეტაპზე არსებული ცოდნა.

ჩვენი სკოლის მოსწავლეები სისტემატიურად სტუმრობენ თეატრებს სხვადასხვა სპექტაკლებზე. ამჯერად ისინი იმყოფებოდნენ:

19 მარტს - Xა, Xბ და XI კლასები -  მუსკომედიის თეატრში სპექტაკლზე „გაყრა“ (რეჟისორი - დ. დოიაშვილი);

21 მარტს - V კლასი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში სპექტალზე- „ფრთხილად, ადამსები!“

22 მარტს კი - VI კლასი იმყოფებოდა ასევე მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლზე „ოდისეა“.

2024 წლის 25 მარტს ევროპის მასშტაბით დაიგეგმა ევროპელი ავტორების დღის აღსანიშნავი სხვადასხვა ღონისძიება, რაც მოიაზრებდა სხვადასხვა წიგნების განხილვას, ლიტერატურულ საღამოებს, ავტორების ვიზიტებს სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ა.შ.

ამ დღეს ჩვენი სკოლაც გამოეხმაურა - ინგლისური ენის მასწავლებლის  ქ-ნ ნათია დემეტრაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ VII და  IX კლასების მოსწავლეები, რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ყველასათვის საყვარელი ცნობილი ევროპელი მწერლები - ინგლისურ ენაზე წაიკითხეს მათი ბიოგრაფიები და თხზულებები. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
ჩვენმა მოსწავლეებმა სულაკაურის გამომცემლობისაგან მიიღეს ძვირფასი საჩუქარი -  ესაა მხატვრული ლიტერატურის საბავშვო გამოცემი ქართულ ენაზე. ეს ამბავი მყისვე გავრცელდა სკოლაში და მოსწავლეები მოუთმენლად ელოდნენ ახალ პერსონაჟებთან შეხვედრას. სასწავლო პროცესის დასრულებისათვის ახალი წიგნების უმრავლესობა ჩვენი ნორჩი მკითხველების ხელში აღმოჩნდა. დანარჩენებს კი წიგნის მოყვარულთა კლუბის წევრი მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობიან ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში.
ჩვენმა პირველკლასელებმა საყვარელ დედიკოებს მისალოცი ბარათებით, ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს დედის დღე და 8 მარტი.
ყველაფერი პროცენტების შესახებ - მათემატიკის გაკვეთილზე (მასწ.: ც. სოხაძე) მოსწავლებმა განიხილეს პროცენტთან დაკავშირებული ყველა შესაძლო ვარიანტი, ამოხსნეს ამოცანები ცხოვრებისეული შემთხვევების გამოყენებით  და გამოამჟღავნეს  საკითხის სათანადო ცოდნა. გაკვეთილზე ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული და ცდილობდა მიღებული ცოდნის წარმოჩენას. 

Facebook