სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საბავშვო თოჯინური თეატრი „აისი 90“ (ხელმძღ.: ქ. ზარიძე). ნაჩვენები იყო სპექტაკლი „რაც არ გერგება, არ შეგერგება“.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში VIII, IX და X კლასების დამრიგებელთა ინიციატივით, მოეწყო მოსწავლეთა მსვლელობა „ბარამბოს“ საწარმოში. აღნიშნული აქტივობა ითვალისწინებდა მოსწავლეთათვის სამეწარმეო საქმიანიბის გაცნობას და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლებას. ვიზიტი განხორციელდა ერთ-ერთი მშობლის ჩართულობითა და მისი დახმარებით.
საწარმო მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს. ჩვენმა მასპინძლებმა მოსწავლეების მიმართ გამოხატეს სითბო და კეთილდამოკიდებულება, პასუხი გასცეს მოსწავლეთა შეკითხვებს. სიურპრიზად კი გადმოგვცეს „ბარამბოს“ ტკბილეული და სამახსოვრო ნივთები. შთაბეჭდილებების წიგნში დავაფიქსირეთ ჩვენი მადლიერება მასპინძელი საწარმოს თანამშრომელთა მიმართ.
სასკოლო პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია სახელწოდებით - "სიცოცხლისთვის აუცილებელი ქიმიური ელემეტები" (მასწ.: თ. ბაკაშვილი). მოსწავლეებმა თავად აიეჩიეს სხვადასხვა ქიმიური ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. განხილული იყო როგორც მაკროელემენტები - ე.წ. ორგანოგენები, ასევე მიკრელემენტები, რომლებიც ორგანიზმს ძალიან მცირე დოზით ესაჭიროება. თუმცა ერთი რომელიმე მათგანის დეფიციტს შეუძლია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზულიპრობლემები შეგვიქმნას. პროექტმა კიდევ ერთხელ დაანახა მოსწავლეებს, რომ ეს ელემენტები მხოლოდ ცხრილში არ არის და ისინი ჩვენი სხეულის, ენერგიის, ფიქრისა და სიცოცხლის ქვაკუთხედია.
















