image
image
image
image
image
სიახლეები
„ბერიკაცი და ნამყენი“

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის -  "ბერიკაცი და ნამყენი" გავლის შემდეგ, II კლასის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ხე (დამრ.: ლალი ჯოხაძე). ნერგმა თუ გაიხარა, სკოლის დამთავრებამდე ჩვენი პატარები მოესწრებიან ხის ნაყოფს.

„ბარამბოს“  საწარმოში  (VI-VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში, VI-VII კლასების დამრიგებელთა ინიციატივით მოსწავლეებმა მოინახულეს „ბარამბოს“ საწარმო, სადაც მზადდება მათთვის საყვარელი - შოკოლადის, კარამელისა და ვაფლის პროდუქცია. ასევე მოინახულეს ნაყინის ჩამოსასხმელი დარბაზი, რომელიც სეზონიდან გამომდინარე, არ ფუნქციონირებდა. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფაბრიკა, მოიხიბლენ მისი სიდიდითა და მომზადების პროცესით.  საწარმომ ყველა ვიზიტორი დაასაჩუქრა ტკბლეულით, სიგელებითა და სტიკერებით.

სტუმრად პეპისთან ...

14 ნოემბერს ყველა ბავშვისა და ზრდასრულის საყვარელი მწერლის - ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა!  ალბათ, ბავშვობაში, უმეტესი ჩვენგანის პირველი წაკითხული სქელყდიანი წიგნი „პეპი გრძელწინდა“ იყო. თუმცა, ასტრიდთან ურთიერთობა ბავშვობაში არ სრულდება. იგი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე, რადგან ამ წიგნში ყოველთვის მოიძებნება რაღაც ახალი, რაღაც ისეთი, რაც სულს ათბობს. იმ გიჟურ სამყაროში, სადაც ცხოვრება გვიწევს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა პატარ-პატარა ჯადოსნობების, სიკეთისა და სილამაზის ძალა იგრძნონ. დღეს ამ პატარა - დიდმა ადამიანებმა პეპის სამზარეულოს კარი შეაღეს... თავიანთი ხელით გამოაცხვეს ორცხობილები და ერთი დღით იმოგზაურეს ისეთ ზღაპრულ სამყაროში, რომლის კარსაც თუ ერთხელ შეაღებ, უკან აღარასოდეს გაგიშვებს

მათემატიკური ესთაფეტა - „გონების რბოლა“    (V კლ)
V კლასმა მათემატიკაში წარმოადგინა სახალისო აქტივობა სახელწოდებით „ტვინების რბოლა“ (მასწ.: ნინო მემარნიშვილი). მოსწავლეებმა თავი მოუყარეს განვლილ მასალას და ერთმანეთს შეეჯიბრნენ სისხარტეში.  წარმატებული მონაწილეობისათვის მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სიგელები.
„ტვინების ბრძოლის“ სიგელები  VI კლასის მოსწავლეებს

გასულ სასწავლო წელს გაზაფხულის სეზონზე „ტვინების ბრძოლის“  საქალაქო ტურში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.