ღონისძიებები და პროექტები
ისტ-ის მასწავლებლის  ხელმძღვანელობით V კლასში ჩატარდა კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია თემაზე „კომპიუტერი და მისი ძირითადი და დამატებითი მოწყობილობები“ (მასწ.: ლ. ნიშნიანიძე). დავალება მოითხოვდა რაიმე მასალისაგან კომპიუტერისა და მისი მოწყობილობების  დამზადებას და ერთმანეთთან სწორად დაკავშირებას. მუშაობის პროცესში დამუშავდა სამიზნე ცნებები და მკვიდრი წარმოდგენები (სისტემური ბლოკი (case); მონიტორი (monitor); კლავიატურა (keyboard); თაგვი (mouse). საბოლოოდ, მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო ნამუშევრები. პრეზენტაციის დროს მათ ამომწურავი პასუხები გასცეს ყველა დასმულ შეკითხვას.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, 2022 წლის 01 აპრილს სკოლას ესტუმრა თოჯინური დასი სპექტაკლით - „რაც არ გერგება, არ შეგერგება!“ (ხელმძღვანელი - კ. ადეიშვილი; დრამატურგი - მ. აბრამიშვილი; მუსიკა - გ. შალვაშვილი).

სპექტაკლს ესწრებოდნენ I-IV კლასების მოსწავლეები. დასასრულს ბავშვებმა მსახიობებთან ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

V კლასის მოსწავლეებმა  წარმოადგინეს  კომპლექსური შემაჯამებელი დავალების პრეზენტაცია რუსულ ენაში (მასწ.: მარეხ კორსაველი). ეს იყო მინი-სპექტაკლი თემაზე „სასკოლო ნივთები“. მოსწავლეებმა მოირგეს სხვადასხვა სასკოლო ნივთის როლი და გაითამაშეს პოლილოგი მათ შორის.

თემაზე მუშაობის დროს ყურადღება  გამახვილებული იყო საკვანძო კითხვებზე, სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე, ზეპირი კომუნიკაციისათვის საჭირო ელემენტებზე (ინტონაცია, მახვილები, ტემპი, მიმიკა-ჟესტიკულაცია) და ა.შ.

 2021 წლის 28 დეკემბერს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნატო შაროვმა,  ჩაატარა კათედრის მიერ დაგეგმილი გაერთიანებული აქტივობა  სახელწოდებით - მათემატიკური „ოინები“, რომელშიც მონაწილეობდნენ  V და VI კლასების მოსწავლეები. ღონისძიებას ესწრებოდნენ  VII კლასის მოსწავლეები, რომელთა ჩართულობაც  მნიშვნელოვანი იყო მთელი ღონისძიების მანძილზე.

ზოგიერთ მოსწავლეს აქვს გულგრილი დამოკიდებულება მათემატიკისადმი. მას მიიჩნევს რთულ და უინტერესო საგნად. ჩვენი მიზანია, ასეთ მოსწავლეებში (თუ არის ჩვენს გვერდით ასეთი მოსწავლე), შევცვალოთ  დამოკიდებულება მათემატიკის საგნისადმი, დავანახოთ მისი ლამაზი მხარეები და გავზარდოთ ინტერესი ამ საგნის მიმართ.  ვისაც უყვარს ეს საგანი კი -  მათი დაინტერესება ამით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“ - განაცხადა ქ-ნმა ნატომ.

ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა სახის სახალისო აქტივობები, რომლებშიც აქტიურად მონაწილეობდნენ დამსწრე მოსწავლეებიც. ბავშვები ფიქრობდნენ, მსჯელობდნენ და ერთმანეთ უზიარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.

ვფიქრობთ, ჩვენი მოსწავლეები კიდევ უფრო მეტი ინტერესითა და მონდომებით მოეკიდებიან მათემატიკის საგნის შესწავლას. სწორედ მოტივაციის გაზრდას ისახავდა მიზნად ეს ღონისძიება.

ყველას  გილოცავთ  დამდეგ  ახალ წელს!

ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ბედნიერება, წარმატება, ხვავი და ბარაქა არ მოგკლებოდეთ!

ინგლისური ენის მასწავლებელმა, ქ-ნმა ლია სართანიამ III კლასში წარმოადგინა ღია გაკვეთილი - Meet Ms. Springfield.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევების გამომუშავება, ლექსიკური მარაგის გამდიდრება, ნაცნობი და ახალი ლექსიკური ერთეულებისა და ფრაზების გამოყენებით ტექსტის მთავარი პერსონაჟის დახასიათება. მოსწავლეებმა აგრეთვე ისაუბრეს  ინტერვიუსა და მისი წარმართვის შესახებ და ა.შ.

 გაკვეთილი გამოირჩეოდა მრავალფეროვანი აქტივობებით (გონებრივი იერიში, ასოციაციური რუკის შექმნა, პოსტერის წარდგენა და  ზეპირი პრეზენტაცია, როლური თამაში...)

გაკვეთილი იყო დინამიური, მოსწავლეებისათვის საკმაოდ საინტერესო და სახალისო.

   ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა არაჩვეულებრივი ღონისძიება სახელწოდებით „ქარი გიმღერის ნანასა“, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის -  ქ-ნ ირმა ალფაიძის ხელმძღვანელობით წარმოადგინა VI კლასმა. მოსწავლეებმა მსმენელის წინაშე გააცოცხლეს ყველასათვის საყვარელი პოეზია... ბავშვების მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა იყო დიდი განცდისა და ემოციის შემცველი. მადლობა ჩვენს პატარებს ქართული სიტყვის სიყვარულისათვის, მონიჭებული სიამოვნებისათვის...

დარბაზში მოულოდნელად გაისმა ბ-ნ ლევან ნიშნიანიძის მიერ წარმოთქმული პოეტური სტრიქონები, რამაც ღონისძიებას კიდევ უფრო მეტი ემოცია შესძინა. დასასრულს ქ-ნმა ირმამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და წაიკითხა საკუთარი ლექსი.

ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ. მზადების პროცესში კლასს გვერდში ედგა ისტ-ის მასწავლებელი ბ-ნი ლევან ნიშნიანიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ V კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია. 
ღია გაკვეთილი მათემატიკაში შემოგვთავაზეს VI კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი ქ-ნი ნატო შაროვი). მათ შეასრულეს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. გაკვეთილზე იგრძნობოდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს ძალიან უყვართ მათემატიკა და თავისი ნატო მასწავლებელი.

ჩვენი საქართველოს მასწავლებელმა ქ-ნმა იზა გარსენიშვილმა VI  კლასის მოსწავლეებს სახალისო დავალება შეასრულებინა - ნასწავლი ცნებებისა და ტერმინების გამოყენებით საახალწლო მისალოცი ბარათების შედგენა.

კლასმა გამოავლინა გამარჯვებული. ესაა სანდრო დარსალია, რომელსაც  გამარჯვებულის ვარსკვლავი გადაეცა.
მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ V კლასში წარმოადგინა კომპლექსური დავალება თემაზე - ზღაპრული სამყარო მუსიკაში მოსწავლეებმა ისაუბრეს  მუსიკის შესახებ (ქართული ხალხური ზღაპარი ,,კუდიანი დედაბერი და ოქროსთმიანი ბიჭი"): ზღაპრის 7 წინადადებას შეუსაბამე მუსიკალური ფრაგმენტები და ახსნეს როგორი განწყობისაა წინადადებები და რომელი მუსიკალური მახასიათებლების მიხედვით მიუსადაგე წინადადებებს მუსიკალური ფრაგმენტები.

Facebook