image
image
image
image
image
სიახლეები
სასიამოვნო სიახლე!

სასიამოვნო სიახლე!

ბიზნეს რეიტინგის კავშირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის ოფიციალური შეტყობინებით, საქართველოს საწარმოების საყოველთაო სახელმწიფო რეიტინგების შემუშავების დასრულების შესახებ 2014-2016 წლების შედეგების მიხედვით, სტატისტიკურირანჟირების შედეგებით კერძო სკოლა „ივერონი“ იმყოფება:

Ø რეიტინგი ოქრო საქართველოს საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“;

 

Ø რეიტინგი ოქრო თბილისის საწარმოებს შორის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის მიხედვით „დასაქმებულთა რაოდენობა“.

20.09.2016 - IX, X, XI კლასელთა ვიზიტი ექსპოჯორჯიაში

მე-9, მე-10 და მე-11 კლასელთა ვიზიტი ექსპოჯორჯიაში

20 სექტემბერს, კერძო სკოლა ივერონის“ IX, X და XI კლასის მოსწავლეები, სკოლის ფიზიკის მასწავლებლის მაია გოგაძის ინიციატივით, ექსპოჯორჯიას ეწვივნენ. ვიზიტი მოიცავდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზატორობით "მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2016" საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ცერნის ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის მოძრავი გამოფენა ,,ცერნი დღეს" და LHC ინტერაქტიული გვირაბის დათვალიერება, გაცნობასა და რეალურ-ვირტუალურ მონაწილეობას.
გამოფენამ საშუალება მისცა დამთვალიერებლებს წარმოდგენა შეექნათ ამ მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრის საქმიანობასა და მის ბოლო აღმოჩენებზე.
საამაყოა, რომ CERN -თან მჭიდროდ თანამშრომლობს და პროექტებში ჩართულნი არიან ქართველი პროფესორები და სტუდენტები.

2016-2017 სასწავლო წლის I დღე სკოლა ,,ივერონში"

2016-2017 სასწავლო წლის I დღე სკოლა ,,ივერონში"

 

სკოლა ,,ივერონი" ულოცავს თავის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დახვდათ სიურპრიზი მაკლონალდსისაგან. მადლობა მაკლონალდს

IV კლასის ღია გაკვეთილი გარდენიაში საგანში საბუნებისმეტყველო
2016 წლის 7 ოქტომბერს კერძო სკოლა „ივერონის“ მე-4 კლასის მოსწავლეებს ბუნებისმეტყველების ღია გაკვეთილი ზ. შევარდნაძის გარდენიაში ჩაუტარდა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ დამრიგებელი მაია გოგრიჭიანი და სკოლის ორგანიზატორი ლალი ლამბრიანიძე
კერძო სკოლა „ივერონი" გილოცავთ ახალი 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებას!!!
კერძო სკოლა „ივერონი" გილოცავთ ახალი 2016-2017 სასწავლო წლის დაწყებას!!!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

სადამრ. სთ - მავნე ჩვევებთან ბრძოლა   (VII კლ)

სადამრიგებლო საათის ფარგლებში კლასთან შედგა გულწრფელი საუბარი - მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, თუ რა ჩვევები არის საყურადღებო მათი ასაკის ბავშვებისათვის. როგორც აღნიშნეს, მათ ყოველდღიურად ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა „მაცდუნებელ“ ინფორმაციასთან გამკლავება უწევთ, რაც შესაძლოა მომავალში უარყოფიდად აისახოს მომავალ თაობაზე.
აქედან გამომდინარე, საუბარი შეეხო მოზარდებში ისეთი თვისებების გამომუშავებას, როგორიცაა ნებისყოფა, სიმტკიცე, ფიზიკური სიჯანსაღე და ა.შ.

პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან. 
პრეზენტაცია პროფესიული პროგრამების შესახებ   (IX-XII)
პროფორიენტაციის პროგრამის ფარგლებში, სკოლამ მიიღო შეთავაზება თსუ-ს მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯისაგან IX-XII კლასების მოსწავლეებთან პროფესიული პროგრამების (მათ შორის მოკლევადიანების) პრეზენტაციების შესახებ. ეს იყო საინფორმაციო შეხვედრა მოსწავლეებთან.