image
image
image
image
image
სიახლეები
,, ჩვენ მეგობრები ვართ! ''
28 მარტს I კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: მ. კუბლაშვილი) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელთან ერთად შექმნეს ლამაზი კომპოზიცია - ,,ჩვენ მეგობრები ვართ!''. (ინტეგრირებული გაკვეთილი  ქართულ ენასა და ლიტერატურასთან.  გაკვეთილის თემა - მეგობრობა")
სტუმრად  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში

21.03.2019წ. 

V
 კლასი - დამრიგებელი: ე. დუღაშვილი

დღეს ჩვენი სკოლის V კლასი ესტუმრა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს. მოსწავლეებმა იხილეს ხელოვნების დარგის უდიდესი კორიფეების, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების კუთვნილი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. (მუზეუმი თბილისში დაარსდა 1927   წელს დავით არსენიშვილის მიერ და მას თავდაპირველად საქართველოს სსრ სათეატრო მუზეუმი ერქვა).
21.03.2019 წ.

2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.

დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.

ამ დღის აღსანიშნავად 21 მარტი შერჩეული იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21-ე ქრომოსომისა, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე კი სიმბოლოა ტრისომიული მოვლენის.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა.
მშობლიურ სკოლაში,  მშობლიური უნივერსიტეტის შესახებ
2019 წლის 20 მარტს სკოლა „ივერონს“ ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული,  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ისტორიის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი ბატონი ალექსანდრე ფოლადაშვილი. მან პროექტის - „თსუ დესპანის“ ფარგლებში,  X-XI კლასის მოსწავლეებთან წარმოგვიდგინა საგანმანათლებლო შეხვედრა სახელწოდებით - „მშობლიურ სკოლაში,  მშობლიური უნივერსიტეტის შესახებ“
დასახელდა მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე!
15.03.2019 წ.

2019 წლის 15 მარტს შედგა სკოლა „ივერონის მოსწავლეთა თვითმმართველობის პირველი შეკრება, რომელზედაც დასახელდა სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე. ესაა
X კლასის მოსწავლე ქ. გოგატიშვილი, რომელმაც ხმათა უმეტესობა მიიღო. ვულოცავთ ქეთის  ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წერმატებულ საქმიანობას!

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.