2019 წლის 2 აპრილს, სკოლის ბიბლიოთეკის გამგემ, ქალბატონმა ლამარა თოდრიამ წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით „მეფედ მეფე“ - დავით აღმაშენებელი, რომელიც მიეძღვნა მისი გამეფებიდან 930 წლის იუბილეს.
VI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ნ. ჭუბაბრია) ქართული საგალობლების ჟღერადობის ფონზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, მიძღვნილი ჩვენი სასიქადულო მეფისადმი. (მ. კვირიკაშვილი - „დავით აღმაშენებელი - გალობანი სინანულისანი“; დ. ხუციშვილი - „დავით აღმაშენებელი“; ე. დუგლაძე - ანა კალანდაძე - „ფეხი დამადგით“; ე. აბურჯანია - მ. მაჭავარიანი - „ღმერთკაცი“; ნ. კუტალაძე - გ. ლეონიძე „დავით აღმაშენებელს“; მ. ბოლქვაძე - „ეპიტაფია“ - ქართვული მწერლობა; ქ-ნი ლ. თოდრია - მამა ილია ჩიკვაიძე - „მეფედ მეფე“)
21.03.2019წ.
V კლასი
- დამრიგებელი: ე. დუღაშვილი
2011 წლის 10 ნოემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 21 მარტი ოფიციალურად გამოაცხადა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ.
დაუნის სინდრომი არის ყველაზე გავრცელებული ქრომოსომული დაავადება, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებითი ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. სწორედ ზედმეტი ქრომოსომა ხდება ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების ცვლილების მიზეზი.
ამ დღის აღსანიშნავად 21 მარტი შერჩეული იქნა შემდეგი მიზეზით: 21 არის სიმბოლო 21-ე ქრომოსომისა, ხოლო მარტი, როგორც წელიწადის მესამე თვე კი სიმბოლოა ტრისომიული მოვლენის.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანს წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არსებული სტერეოტიპებისა და სტიგმის დაძლევა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვა.















