სასწავლო ფოტოები

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, IV კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობა. ბავშვებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც გამოხატეს, თუ რას ნიშნავს მათთვის ქართული ენა და როგორ უნდა დავიცვათ ის. მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები — რომ ქართული ენა არის ჩვენი კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მათ აღნიშნეს, რომ ენის დაცვა ნიშნავს მის სწორად გამოყენებას, პატივისცემას და მომავალ თაობებზე გადაცემას. აქტივობამ ბავშვებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რამდენად ძვირფასია ჩვენი მშობლიური ენა და რამდენად მნიშვნელოვანია მისი გაფრთხილება და სიყვარული.

თემა: „ჩემი საყვარელი ქალაქი“  (მასწ.: ი. ალფაიძე და მ. კორსაველი

აუტიზმის საერთაშორის დღესთან დაკავშირებით, V კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს საინტერესო აქტივობა სახელწოდებით: „აუტიზმი - ფაზლი, რომელიც ერთად უნდა ავაწყოთ...“.  აქტივობის ინიციატორი და ხელმძღვანელი გახლდათ სკოლის ფსიქოლოგი - ქ-ნი მარიამ ჟორჟოლიანი

მესამე ასაკობრივი კატეგორია:

I ადგილი - „პლუტონი“   (IX კლ)

II ადგილი - „მრგვალი მაგიდა“   (X კლ)

III ადგილი - „საქართველოს ძალა“  (X კლ)

მეორე ასაკობრივი კატეგორია:

I ადგილი - „შუმერები“   (VII კლ)

II ადგილი - „ფენიქსი“   (VII კლ)

III ადგილი - „არწივები“  (VI კლ)

დაძაბული და საინტერესო თამაშის შემდეგ, გუნდები  შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

პირველი ასაკობრივი კატეგორია:

I ადგილი - „აინშტაინები“   (V კლ)

II ადგილი - „მეკობრეები“   (V კლ)

III ადგილი - „მეომარი ტვინები“  და „ცეცხლოვანი ვარსკვლავები“  (III კლ)

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია სხვადასხვა გადამფრენი ფრინველის შესახებ. მათ გაეცნენ, რომელი ფრინველები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას გარკვეულ სეზონებზე, რატომ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში და როდის ბრუნდებიან უკან. ბავშვებმა ისაუბრეს ფრინველების მნიშვნელობაზე ბუნებაში და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა იზრუნოს მათზე და შეუქმნას უსაფრთხო გარემო. პროექტის შემოქმედებით ნაწილში მოსწავლეებმა საკუთარი ფანტაზიით შეღებეს ჩიტების სახლები. თითოეულმა ბავშვმა თავისი გემოვნებით გააფორმა სახლი სხვადასხვა ფერითა და ნახატით, რითაც გამოხატეს ბუნებისა და ფრინველების მიმართ სიყვარული და მზრუნველობა.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნებისადმი პასუხისმგებლობისა და ზრუნვის გრძნობის გაღვივება, გადამფრენი ფრინველების შესახებ ცოდნის გაფართოება, გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

სასკოლო პროექტის ფარგლებში -,,ჩვენი საგანძური"- V კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ ქართული კალიგრაფიის ხელოვნების აკადემიაში (დამრიგებელი: ლალი ლამბრიანიძე). აქტივობის ინიციატორი იყო ერთ-ერთი მშობელი. მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს: პროფესიონალი კალიგრაფის ,,პერფორმანსი"; ხელნაწერი ბარათების დამზადება; უძველესი ხელნაწერების შექმნის ისტორიების გაცნობა; საკუთარი კალიგრაფიით პოეტური ან პროზაული სტრიქონების გაცოცხლება; პირველი კალიგრაფიული ნაშრომის შექმნა. კლასს ასევე ახლდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ეკატერინე კაციტაძე, თინა ჩხეიძე და აღმზრდელი - ლუიზა კერესელიძე.

Facebook