2022 წლის 29 სექტემბერს, სკოლის ეზოში შეიკრიბნენ IX ა და IX ბ კლასების მოსწავლეები. ერთმანეთის უკეთ გაცნობის მიზნოთ, მოსწავლეებმა ისაუბრეს სხვადასხვა ასაკში მათი გატაცებებისა და ინტერესების შესახებ. როგორც გაირკვა, ზოგი მათგანისათვის ხატვა ბავშვობის გატაცება ყოფილა, და დღეს ის მათთვის ხელოვნების დარგებს შორის ერთ-ერთი საყვარელი სფეროა - შექმნილი აქვთ შესანიშნავი ნამუშევრები; ზოგი მოსწავლე წერს მოთხრობებს, ლექსებს, საკუთარ აზრებს, ზოგს კი აინტერესებს კომპიუტერული პროგრამირება, კომპიუტერული 3 D არქიტექტურა, ერთ-ერთი მოსწავლე დაინტერესებულია ელექტროობით და პატარ-პატარა გამოგონებების ავტორიცაა. რამდენიმე მოსწავლე ბავშვობიდან არის ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი და ამ მხრივ მათ აქვთ მნიშვნელოვანი წარმატებები, რამდენიმე მათგანი ახლო წარსულში სიმღერით იყო დაკავებული ა.შ.
თითოეული მათგანის მიერ წარმოდგენილმა ნამუშევრებმა, მათმა მონათხრობმა და სხვადასხვა სახის ჩანაწერებმა და ჩანახატებმა ყველას მოწონება დაიმსახურეს. დასასრულს, ქ-ნმა ციცო ჯაფარიძემ მოსწავლეებს წაკითხა საკუთარი ლექსი...
შეხვედრაზე გამოითქვა აზრი, რომ სკოლაში შეიქმნას ხელოვნების მოყვარულთა კლუბი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას.
შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებელი ქ-ნი ციცო ჯაფარიძე და
დირექციის წარმომადგენლები - მარინა ბექურიძე, ლალი ლამბრიანიძე და
ქეთინო ჩიქოვანი.VII კლასმა წარმოადგინა პროექტი ინგლისურ ენაში თემაზე: „მსოფლიო დღეს და ხვალ“. პრეზენტაციისას მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის ისეთი გარემო, სადაც იქნება სუფთა ჰაერი, წყალი და ჯანსაღი კლიმატი. მათი აზრით, ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს, არის ადამიანების პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებაზე. მათ გაანალიზეს, რომ ბუნებასთან მიმართებაში ყოველი არასწორი ქმედება დააზარალებს იმ გარემოს, რომელშიც თვითონ ცხოვრობენ და ასე აუცილებელია მათთვის. პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების გამომუშავებას დაა ასევე მათ აღუძრა გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების სურვილი. /მასწ.: ნათია დემეტრაშვილი/















