სასწავლო ფოტოები
III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე (მასწ: მარიამ მოლაშვილი)
„ხანძარი ოპერაში“ - ასე ეწოდება მწერალ დათო ტურაშვილის მონათხრობს, რომელიც თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიიდან ერთ-ერთ სამწუხარო ფაქტს ეხება. მოსწავლეებმა  მოიძიეს   მასალა და წარმოგვიდგინეს საინტერესო პრეზენტაცია იმ საოპერო მომღერლებისა და კომპოზიტორების შესახებ,  რომელთა შემოქმედებაც  არაერთხელ გაცოცხლებულა ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქ-ნი თინა ჩხეიძე).

                    ნივთიერებათა სიმკვრივის განსაზღვრა

VII კლასის მოსწავლეებმა ფიზიკის ლაბორატორიაში შეასრულეს პრაქტიკული სამუშაო - განსაზღვრეს სხვადასხვა ნივთიერების სიმკვრივე. მასწავლებელი ქ-ნი მაია გოგაძე.
კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში -  „შევქმნათ ჩვენი ბაღი“  (I კლასი)

ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩვენი პატარებისათვის აქტივობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ ნასწავლი სიტყვებად დაშლილი ანდაზების აწყობა. ყველა მოსწავლემ ააწყო სწრაფად და უშეცდომოდ. (დამრ.: მ. კუბლაშვილი)

მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისათვის. ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობენ თავს ალეკო მასწავლებლის გაკვეთილებზე.

IV კლასის მოსწავლეები სააღმზრდელო მეცადინეობის  პერიოდში თავისუფალ დროს ისვენებენ სკოლის ეზოში (დამრ.: მ. ბექურიძე)

2019-2020 სასწავლო წლის II სემესტრი  საინტერესოდ დაიწყო დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.   განსაკუთრებით გამოირჩევა ფიზიკური აქტივობებით ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები იანვარ-თებერვალი. სხვადასხვა აქტივობებში ერთმანეთს ეჯიბრებიან I-IV კლასების მოსწავლეები. საბოლოოდ გამარჯვებულ კლასს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

2019 წლის 22 ნოემბერს მათემატიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ციალა სოხაძემ VI კლასში ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი, რომელსაც ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.
2019 წლის 21 ნოემბერს რუსული ენის მასწავლებელმა ქ-ნმა მარეხი კორსაველმა III კლასში ჩაატარა შედადაკვირვების გაკვეთილი. გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.

2019 წლის 8 ნოემბერს ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ-ნმა ნათია დემეტრაშვილმა  V კლასში ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი.

2019 წლის 4 ნოემბერს მათემატიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ციალა სოხაძემ  X კლასში ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი მათემატიკაში.

2019 წლის 29 ოქტომბერს  რუსული ენის მასწავლებელმა ქ-ნმა მარეხ კორსაველმა VI  კლასში  (დამრიგებელი: ელიზა დუღაშვილი) ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი (გაკვეთილის თემა: Режим дня” – „დღის რეჟიმი“)
2019 წლის 25 ოქტომბერს  ინგლისური ენის მასწავლებელმა ქ-ნმა ნათია დემეტრაშვილმა Xკლასში  (დამრიგებელი: იზა გარსენიშვილი) ჩაატარა შიდადაკვირვების გაკვეთილი (გაკვეთილის თემა: „Tourist Attractions” - ტურისტების მიზიდვა“). გაკვეთილს ესწრებოდნენ შეფასების ჯგუფის თავმჯდომარე და წევრები.

Facebook