სასწავლო ფოტოები
„მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს“ - დამატებითი მასალა  (მასწ.: თ. ბაკაშვილი)
გაკვეთილის თემა: „როცა ფიგურები ხატავენ“ (მასწავლებლები: დ. დვალიშვილი (მათემატიკა) და   მ. დავითაშვილი (ხელოვნება)).
გაკვეთილის თემა: „მათემატიკა ქართულ ლიტერატურაში" (მასწავლებლები: ი. ალფაიძე (ქართული ენა და ლიტ.), დ. დვალიშვილი (მათემატიკა)).

Wendy’s სამზარეულოს ინფო-ტურის ფარგლებში, IV კლასის მოსწავლეებმა  საკუთარი ხელით დაამზადეს ბურგერები - მოცემული ინგრედიენტებით მოამზადეს ჰამბურგერი ან ჩიზბურგერი. ასევე დაათვალიერეს კვების ობიექტი, გული იჯერეს დაბადების დღის ცენტრსა და გეიმ-ზონაში ულიმიტო თამაშებით. ტურის დასასრულს, ბავშვებს გადაეცათ ბუშტები და სამახსოვრო სერთიფიკატები.

სკოლას შემუშავებული აქვს და ხორციელდება პროფ. ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამა. IX-XII კლასების მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია მათი მომავალი პოფესიის არჩევა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობის ჩატარება, რაც მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ - ეცნობიან სხვადასხვა პროფესიებს, მასთან დაკავშირებულ სირთულეებსა და საჭირო უნარებს. ამჯერად მოისმინეს ჩანაწერი, რომელშიც საუბარი იყო  თუ რა უნდა გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევის დროს - ვირჩევთ იმას, რაც პოპულარულია, რაც ჩვენ გვსურს, რაც მშობლებს სურთ, თუ ანგარიშს ვუწევთ ოჯახურ ტრადიციას. (https://www.youtube.com/watch?v=SUlqZTQn6Ns&t=49s კარიერის კონსულტანტის მ. გოგიბერიძის რჩევები: „როგორ ვირჩევთ პროფესია?“) 

თემა:  „საქართველოს მინერალური რესურსები“ (მასწავლებლები:  თ. ბაკაშვილი (ქიმია) და ე. ბუცხრიკიძე (გეოგრაფია)

ინტეგრირებული    გაკვეთილის  ფარგლებში   მოსწავლეებმა  გააცნობიერეს წიაღისეულის ეროვნული  და საექსპორტო   მნიშვნელობა  ქვეყნის ეკონომიკისთვის, იმსჯელეს მის ცალკეულ მახასიათებლებზე   გეოგრაფიული გარსის მთლიანობის გათვალისწინებით, აღწერეს  ცალკეული  წიაღისეულის  ქიმიური შემადგენლობა და აგებულება.

ასევე  გააანალიზეს   კავშირი  ცალკეული  წიაღისეულის  ქიმიურ თვისებებსა და მათი გამოყენების მიზნებს შორის.

მოსწავლეებმა შეაფასეს წიაღისეულის  დამუშავების დროს   გარემოზე ზემოქმედების შედეგები  ქიმიური თვალსაზრისით  (დაბინძურება, ნარჩენების მართვა, ეკოლოგიური საფრთხეები).

გაკვეთილის მსვლელობის დროს  მიზნობრივად იყო  გამოყენებული   სხვადასხვა  საინტერესო  აქტივობა  და წინასწარ  მომზადებული  თვალსაჩინოებები. 

თემა: "პროფესია კი არ ირჩევს ადამიანს, ადამიანი ირჩევს პროფესიას" (მასწავლებლები: მ. კორსაველი (რუსული ენა) და ა. ჯოხაძე (მოქალაქეობა))

Facebook