სასწავლო წლის დასასრულს, ჩვენი სკოლის VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეტრს სპექტაკლზე „ბაკულას ღორები“, რომელსაც საფუძვლად უდევს დ. კლდიაშვილის ნაწარმოები (დამდგმ. რეჟისორი – მიხეილ თუმანიშვილი; ინსცენირების ავტორი – ცოტნე ნაკაშიძე).
სპექტაკლში მონაწილეობდა ჩვენთვის საყვარელი არაერთი ცნობილი მსახიობი: რამაზ იოსელიანი, მზია არაბული, ლაურა რეხვიაშვილი, პაატა ბარათაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ზურაბ ყიფშიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, რუსუდან ბოლქვაძე, დარეჯან ჯოჯუა და სხვები.
ეს იყო ამ სპექტაკლის საიუბილეო ჩვენება. ამასთან ერთად, სპექტაკლის დასასრულს თეატრალურმა დასმა საზეიმოდ მიულოცა იუბილე ბ-ნ ცოტნე ნაკაშიძეს, რომელსაც იმ დღეს 80 წელი შეუსრულდა.
მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, ვისი ხელშეწყობითაც განხორციელდა თეატრში სტუმრობა და რაღა თქმა უნდა მადლობა თეატრის დირექტორს, ბატონ ჯაბა-ლევან მჭედელაძეს, რომლის დახმარებითაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ სპექტაკლს და სცენაზე პირისპირ ეხილათ ცნობილი ქართველი მსახიობები.
2024 წლის 22 მაისს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში ჩატარდა ლადო ათანელის კონცერტი, რომელიც მიეძღვნა მსოფლიო საოპერო სცენაზე მისი მოღვაწეობის 35 წლის იუბილეს.
სკოლა „ივერონის“ დამფუძნებელი - ქალბატონი ციცო ჯაფარიძე გახლავთ ლადო ათანელის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე. ქალბატონმა ციცომ ჩვენი სკოლის პედაგოგ-თანამშრომლები მიიწვია ამ არაჩვეულებრივ კონცერტზე, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდით.2021-2022 სასწ. წლის კურსდამთავრებულები:
ლუკა ბერიშვილი - ოქროს მედალოსანი
ნინო ფაცაცია - ვერცხლის მედალოსანი
გისურვებთ წარმატებულ მომავალს!
ქეთი გობრონიძე არის ერთ-ერთი იმ 150 გამარჯვებულ მოსწავლეთა შორის, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს STEM სკოლის სკოლა კომაროვისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტში. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებას. პირველად საქართველოში მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ, STEM მიმართულებით და მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნა.
ტესტირებაში საქართველოს მაშტაბით მონაწილეობა მიიღო 2000-მა მოსწავლემ. მათგან გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე 150 გამარჯვებული, რომელიც ჩაირიცხა STEM სკოლაში.
ვულოცავთ ქეთის ამ დიდ წარმატებას!!!