გალერეა

წელს ჩვენმა მოსწავლეებმა STEM-ოლიმპიადაზე მეორედ მიიღეს მონაწილეობა. ამჯერად გუნდი დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით:

მათემატიკა - თ. ბიწაძე (IX კლ), ქ. გობრონიძე (XI კლ),   დ. კილასონია (X კლ); ფიზიკა -  ა. გიორხელიძე (X კლ), გ. კიკალიშვილი (X კლ)

გუნდის ხელმძღვანელი, ფიზიკის მასწავლებელი - მაია გოგაძე.

2025 წლის 04 აპრილს, II და IV კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ მედიათეკას, რომელიც დიდ დიღომში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. სტუმრობა უკავშირდება ბავშვთა კითხვის საერთაშორისო დღეს, რომელივ 02 აპრილს აღინიშნება. ჩვენი მასპინძლები იყვნენ მედიათეკის თანამშრომლები - ქ-ნი დიანა თოდრია და ლეილა ალავერდაშვილი, რომლებიც ჩვენს მოსწავლეებს მოკლედ ესაუბრნენ ბიბლიოთეკის წარმოშობის,  პირელი ხელნაწერებისა და გამოცემების  შესახებ. ასევე ბიბლიოთეკაში ქცევის წესების შესახებ, რომელთა დაცვაც ყველასათვის სავალდებულოა. ქ-ნმა ლეილამ ბავშვებს წაუკითხა ზღაპარი, რის შემდეგაც წიგნების სამყაროში წაკითხვის სურვილი ჩვენს პატარებსაც გაუჩნდათ - წაიკითხეს სულხა-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და აღნიშნეს, თუ რას გვესწავლის თითოეული მათგანი.

მედიათეკაში სტუმრობა და მიღებული შთაბეჭდილებები მუდამ ემახსოვრებთ ჩვენს მოსწავლეებს.

კინგსისა და ევერესტის ოლიმპიადებში წარმატებული მონაწილეობისათვის ამჯერად სიგელები გადაეცათ II კლასის მოსწავლეებს: სოფია ოთხოზორიას (კინგსი - მათემატიკა), ლევან მატარაძეს (კინგსი - მათემატიკა) და IV კლასის მოსწავლეს - ელენე კაპანაძეს (კინგსი - ქართული, ევერესტი - მათემატიკა).

ტვინების ბრძოლის სიგელები კი ამჯერად გადაეცათ  გაბრიელ შარვაძესა და ელენე კაპანაძეს, რომლებიც ობიოქტური მიზეზების გამო ვერ დაესწრენ „ტვინების ბრძოლის“ თამაშს.

IX კლასის ისტორიის საგაკვეთილო თემიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა იხილეს თ. აბულაძის ფილმი „მონანიება“, რომელიც  ნათლად ასახავს ტოტალიტარულ რეჟიმსა და საბჭოთა კავშირში მიმდინარე რეპრესიებს. ამ ფილმში მთელი სიზუსტით არის წარმოდგენილი ხელოვანის ბედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში. ფილმის ჩვენებას შეუერთდნენ ასევე VIII და X კლასების მოსწავლეებიც (მასწ.: ი. გარსენიშვილი).
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ტრადიციულად აღნიშნეს დედის დღე. IV კლასის მოსწავლეებმა დედიკოებს გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული თავისებურად მიულოცეს - მოამზადეს ტექსტები და სიმღერები, მათი ჩანაწერები კი დედებს მესინჯერით გაუგზავნეს (დამრ.: მ. კუბლაშვილი), ხოლო III კლასის მოსწავლეებმა კი საკუთარი ხელით დაამზადეს თაიგულები და მისალოცი ბარათები (ხელვნ. მასწ.: მ. ხაჩიძე).
ქათული ენისა და ლიტერატურის საპროგრამო მასალასთან დაკავშირებბით (ნ. ბარათაშვილის პოემა,, ბედი ქართლისა" - მასწ.: ი. ალფაიძე) IX კლასის მოსწავლეებმა იხილეს რეჟისორ რ. ჩხეიძის ფილმი ,,მაია წყნეთელი", რომელიც გადაღებულია ვ. კანდელაკის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. სიუჟეტი აგებულია ისტორიულ თემაზე და უკავშირდება მეფე ერეკლეს მეფობის ერთ-ერთ პერიოდს, კრწანისის ბრძოლას (1795 წ.)

Facebook