გალერეა

ყველა „ივერონელს“ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!!!

გისურვებთ წარმატებებს და დიდ გამარჯვებებს!
ჩვენს მოსწავლეებს სკოლაში სიურპრიზი დახვდათ - მათი საყვარელი ანიმაციური ფილმების გმირების გამოჩენამ პატარები დიდად გაახარა.

სკოლის დამფუძნებელმა, ქ-ნმა ციცო ჯაფარიძემ საზეიმო ვითარებაში სიგელები გადასცა 2021-2022 სასწავლო წლის „10“-ქულოსან მოსწავლეებს. ასევე, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გასული სასწავლო წლის ერთ-ერთ ოქროს მედალოსანს ლუკა ბერიშვილს, რომელმაც არაერთხელ გაგვახარა მიღწეული გამარჯვებებით.

2022 წლის 11 ივნისს დაწყებითი კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ მოზარდ-მაყურებელთა   თეატრში სპექტაკლზე „ალადინი“. მოსწავლეები წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სახლებში. /ხელმძღვანელი სკოლის ორგანიზატორი: ლალი ლამბრიანიძე/.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი ბ-ნი ალეკო ქვრივიშვილი ჩემპიონია!!!

მან ოქროს მედალი მოიპოვა ჯიუ-ჯიცუს საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წლის 15 მაისს . რუსთავში გამართ. ჩემპიონატზე მონაწილეობდა 250 ზე მეტი სპორტსმენი. თბილისის ჯიუ-ჯიცუს მთავარი კლუბი გლადიუსის სპორტსმენებმა 9 ოქროს, 10 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედლები და გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.

ჩვენო ძვირფასებო! 

გილოცავთ  სკოლის დამთავრებას!

გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერებით აღსავსე ცხოვრების გზა!

I კლასის მოსწავლეებთან სკოლის ეზოში ჩატარდა სახალისო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. გაკვეთილის თემა იყო - „მატარებელი“. გაკვეთილი დასრულდა „მატარებლობანას“ თამაშით  /მასწ.:  მარიამ კუბლაშვილი

15 მაისი. 2022 . ხვამლი არენა

ჯაბა სიხარულიძისა და ალექსანდრე ხეცოიძის შეგირდებმა 15-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგეს!  ფინალში ლელომ" აკადემია" დამატებით დროში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!

ვულოცავთ ბიჭებს ჩემპიონობას!

სკოლა „ივერონის“  X კლასის მოსწავლე - ნიკოლოზ ჩიჩუა  10 წლის ასკიდან თამაშობს რაგბს. ის არის   დიდი დიღმის გუნდის - „ლელოს“ მოთამაშე.

გუნდის ყველაზე დიდი მიღწევები წლევანდელ წელს უკავშირდება - არიან საქართველოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურის გამარჯვებულები და საქართველოს ჩემპიონატის ჩემპიონები 15 წლის ასაკის მოთამაშეებს შორის.

ამ გამარჯვებას წინ უძღვოდა ყოველდღიური ხანგრძლივი ვარჯიშები, თავდადებული შრომა... 

დარსა თუ ავდარში ნიკოლოზი დიდი შემართებათა იღწვის იმისათვის, რომ წარმატება მოუტანოს საკუთარ გუნდს და ქვეყანას.

ჩვენ გვჯერა, რომ ნიკა და ჩვენი სხვა მოსწავლეები  მიღწეული გამარჯვებებითა და წარმატებებით მომავალშიც ასახელებენ თავიანთ ქვეყანას. 

წარმატებები ნიკოლოზს!!!

15-წლამდელებმა, ერევანში გამართულ უეფას განვითარების თასზე პირველი ადგილი დაიკავეს - საქართველოს  ფეხბურთის ფედერაცია!

სკოლა „ივერონი“ ულოცავს თავის მოსწავლეს - ანდრია ვიბლიანს  ამ გამარჯვებას!

ანდრია  2017 წლიდან ვარჯიშობს  თბილისის დინამო აკადემიაში. (პოზიცია -მარცხენა ნახევარმცველი). ამ პერიოდში მისი დიდი დამსახურებაა ორჯერ ელიტ ლიგის მოგება, ასევე საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება. გუნდი ოქროს ლიგის მოქმედი ჩემპიონია

სულ ახლახანს, ანდრია ვიბლიანი გამოიძახეს საქართველოს ნაკრებში -U15 -ში სათამაშოდ ნაკრებმა / 12 მაისს, ერევანში მოიგო უეფას განვითარების თასი.

ფეხბურთზე უსაზღვროდ შეყვარებული და თავდადებული ანდრია, მომავალშიც არაერთი გამარჯვებით გაგვახარებს და ასახელებს გუნდს, სკოლასა და ახლობლებს.  ეს მისი საფეხბურთო კარიერის მხოლოდ პირველი ნაბიჯებია.

წარმატებები ანდრიას!!!

Facebook