image
image
image
image
image
სიახლეები
არასრულწლოვანთა დანაშაული   ( VIII-IX კლ)

2022 წლის 8 აპრილს სკოლის ბიბლიოთეკაში  სამოქალაქო განათლების კლუბში VIII  და  IX  კლასების მოსწავლეთა  შეხვედრის თემა შეეხო  არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულს,  მათ გამომწვევ და ხელისშემწყობ გარემოებებს.  ისაუბრეს საზოგადოებისა და სახელმწოფოს როლზე. იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით. განიხილეს მათთვის ცნობილი მაგალითები.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებმა გააკეთეს დასკვნები. ისაუბრეს იმ თვისებების გამომუშავების აუცილებლობაზე, რაც დაიცავს მოზარდს, რათა უნებლიედ დამნაშავედ არ ჩამოყალიბდეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმძღვანელი (ქ-ნი ე. ბუცხრიკიძე) და სკოლის დირექციის წარმომადგენლები.
კომპლექსური  შემაჯამებელი დავალება  მუსიკაში  (VI კლ)

კომპლექსური შემაჯამებელი დავალება მუსიკაში VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემაზე - ხმოვანი კინო - მუსიკის როლი ხმოვან კინოში. დავალება ითვალისწინებდა მუსიკის შესაბამისობის დადგენას  უხმოდ ნანახი ფილმების ფრაგმენტებთან, პოსტერის შექმნას და პრეზენტაციას.

პირველ ეტაპზე მოსწავლეები გაეცვნენ კომპლექსური დავალების  არსსა  და პირობას; პრეზენტაციის მახასიათებლებს.  ხმოვან კინოსთან დაკავშირებული  წინარე ცოდნის

გააქტიურების შემდეგ,   მოსწავლეებმა იხილეს დოკუმენტური კადრები  ინგლისელი კინორეჟისორის - სერ ალფრედ  ჰიჩკოკის შესახებ  და გაეცვნენ  სასპენსის რაობას.

მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა რამდენჯერმე დაკვირვებით ნახეს ეპიზოდები ფილმებიდან - „ვერტიგო“   (რეჟისორი: ა. ჰიჩკოკი)   და „გაღმა ნაპირი“  (რეჟისორი: გ. ოვაშვილი) მუსიკალური ფონის გარეშე და მოისმინეს მუსიკალური ფრაგმენტები,  რასაც მოჰყვა მსჯელობა, განხილვა. ყურადღება გამახვილდა სამიზნე ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებზე. 

კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპზე  მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები და პრეზენტაციით წარსდგნენ  კლასის წინაშე.  მოსწავლეებთა მუშაობა კომპლექსურ დავალებაზე მიმდინარეობდა დიდი დაკვირვებით, ყურადღება გამახვილდა ფილმის ნებისმიერ დეტალზე, მუსიკალური ენის ყველა ელემენტზე. ვფიქრობთ, ამგვარ დავალებებზე მუშაობა მართლაც რომ კომპლექსურად ავითარებს მოსწავლეთა აზროვნებას, ხედვას, ფანტაზიას, წერისა და მეტყველების კულტურას და ა.შ.

მოსწავლეთა თქმით, მათ არასოდეს  უნახავთ ფილმი ასე გააზრებულად, ნანახსა და მოსმენილს შორის პარალელისა და შესაბამისობის ძიებით.

კომპლექსურ დავალებებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლეთა ჰარმონიულ განვითარებას და შედეგები თანდათანობით  უფრო თვალსაჩინო იქნება.
საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაკვეთილზე  (XI კლ)
საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის უსაფრთხოების შესწავლას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ჩვენი მოსწავლეები (საგნის მასწავლებელი -  ალეკო ქვრივიშვილი). 
რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები...  (VII კლ)
2022 წლის 8 აპრილს წიგნის მოყვარულთა კლუბში   7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე - რატომ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნები...  (ხელმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი თინა ჩხეიძე). 
მოსწავლეთა გამოსვლას ყურადღებით უსმენდნენ მათი უმცროსი მეგობრები - III კლასის მოსწავლეები. თითოეულმა მათგანმა ისაუბრა იმ წიგნის შესახებ, რომელმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სურს თავისი მოსაზრებები სხვებსაც გაუზიაროს.

„ანა ფრანკის დღიური“, „უფლისწული და მათხოვარი“, „ბიძია თომას ქოხი“, „ჰელადოსი“, „არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში“ ...  

მოსწავლეებმა ზუსტად გადმოსცეს ავტორთა ჩანაფიქრი, თითოეული ნაწარმოების აზრის. ისაუბრეს იმის შესახებ  თუ რამ დააფიქრათ ისინი, რა განცდა დაეუფლათ, რა ისწავლეს, რა ემოციები აღეძრათ  კითხვის დროს...

მათი საუბარი იყო გულწრფელი. ისიც კი გაგვიმხილეს, რომ ზოგიერთ მათგანს კითხვისას თვალზე ცრემლიც კი მოსდგომია...

ბავშვებმა საპრეზენტაციო თემები თავისი ნახატებითაც გააფორმეს. ისე, როგორც შეძლეს... 

მადლობა ჩვენს მოსწავლეებს  იმ დადებითი ემოციებისათვის, რომელიც მათი მონათხრობით იქ მყოფთ დაგვეუფლა.

მადლობა  თინა მასწავლებელს, რომელმაც  ბავშვებში ლიტერატურისადმი სიყვარულის მარცვალი გააღვივა.
მთაწმინდის პანთეონში              (VI კლ)

„სამშობლო ჩემი გულის ფეთქვაა“  - ამ სახელწოდებით ჩაატარეს გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში VI კლასის მოსწავლეებმა  (მასწ.:  ირმა ალფაიძე).  ისინი ესტუმრნენ   მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონს.   პატივი მიაგეს   ჩვენი საამაყო მამულიშვილების საფლავებს.

 წაიკითხეს  ფრაგმენტები ილიას, აკაკის, გალაკტიონის, ნოდარ დუმბაძის,  ანა კალანდაძის, გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებიდან.  გაიხსენეს სხვადასხვა დროს შესწავლილი ლექსები და მოთხრობები...

გასვლით გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქ-ნი მარიამ დარჩაშვილი და პედაგოგ-ორგანიზატორი ქ-ნი  ლალი ლამბრიანიძე.

მოსწავლეები წარუშლელი  შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ სკოლაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.