image
image
image
image
image
სიახლეები
შშმ პირები ჩვენს გვერდით

3 დეკემბერს სკოლა „ივერონის“ V. VI, VII  და  VIII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში ფოტო-გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა შშმ პირების ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. ეს თემა მეტ-ნაკლებად ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამიტომ გამოფენის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემას დაბრუნებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.  

მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა ისტორიები, რომლებთანაც მათ უშუალო შეხება ჰქონიათ. გაიხსენეს გამოფენაზე წარმოდგენილი პირები და მათი ისტორიები. უფროსკლასელებმა  საინტერესო რჩევები მისცეს უმცროს მეგობრებს, შესთავაზეს წასაკითხი წიგნები და ფილმები  შშმ პირების ცხოვრების შესახებ.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ - X კლასის მოსწავლეები:  სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი  ნინო შარაძე და კლუბის წევრები - ირაკლი გურგენიძე და ელენე სარაჯიშვილი.

(ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები)
„შევქმნათ ჩვენი ბაღი“ (I კლასი)
კომპლექსური დავალება ბუნებისმეტყველებაში -  „შევქმნათ ჩვენი ბაღი“  (I კლასი)
სიტყვებად დაშლილი ანდაზები   (I კლასი)

ძალიან სახალისო აღმოჩნდა ჩვენი პატარებისათვის აქტივობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომელიც გულისხმობდა მათ მიერ ნასწავლი სიტყვებად დაშლილი ანდაზების აწყობა. ყველა მოსწავლემ ააწყო სწრაფად და უშეცდომოდ. (დამრ.: მ. კუბლაშვილი)

V-VI კლასების მოსწავლეები სპორტის გაკვეთილზე   (მასწ.: ა. ქვრივიშვილი)

მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მათი ჰარმონიული განვითარებისათვის. ჩვენი მოსწავლეები განსაკუთრებულად ბედნიერად გრძნობენ თავს ალეკო მასწავლებლის გაკვეთილებზე.

ვიწყებთ  დედაენის შესწავლას!
დღეს პირველი კლასის  მოსწავლეებს  საჩუქრად  გადაეცათ  ი. გოგებაშვილის დედაენა.  ესაა დამხმარე სახელმძღვანელო, რომლის კომპლექტიც შედგება მოსწავლის წიგნისა და მოსწავლის სამუშაო რვეულისაგან (I და II ნაწილები). კლასის დამრიგებელი ქ-ნი მარიამ კუბლაშვილი მოსწავლეებს ესაუბრა  დიდი ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის,  პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის შესახებ. მან ბავშვებს შეახსენა გოგებაშვილის მიერ შექმნილი ლექსები, მოთხრობები,  იგავ-არაკები და ანდაზები. იხილეს დოკუმენტური ფილმი ი. გოგებაშვილის შესახებ  ( https://www.youtube.com/watch?v=z4mGXN7kxV4 ) და მოისმინეს მოთხრობები („მეზობლები“  და „ჭიანჭველები“).

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.