image
image
image
image
image
სიახლეები
ჩვენი ბეჯითი მოსწავლეები (III კლასი)
III კლასის მოსწავლეები მათემატიკის გაკვეთილზე (მასწ: მარიამ მოლაშვილი)
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე (VII კლასი)
„ხანძარი ოპერაში“ - ასე ეწოდება მწერალ დათო ტურაშვილის მონათხრობს, რომელიც თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიიდან ერთ-ერთ სამწუხარო ფაქტს ეხება. მოსწავლეებმა  მოიძიეს   მასალა და წარმოგვიდგინეს საინტერესო პრეზენტაცია იმ საოპერო მომღერლებისა და კომპოზიტორების შესახებ,  რომელთა შემოქმედებაც  არაერთხელ გაცოცხლებულა ჩვენი საოპერო თეატრის სცენაზე (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი  ქ-ნი თინა ჩხეიძე).
ჭადრაკის წრის მეცადინეობაზე  (I კლასი)

I კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით შეისწავლიან ჭადრაკის საფუძვლებს.  ამაში მათ ეხმარებათ ჭადრაკის მასწავლებელი - საერთაშორისო და სა საქართველოს საჭადრაკო ტურნირების და ფესტივალების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, სპორტის ოსტატობის კანდიდატი  ბატონი  ზაზა ტორაძე.

საწრეო მუშაობა სკოლაში  (I-V კლასები)
2021-2022 სასწავლო წლის მეორე სემესტრში  სკოლაში  გაგრძელდა  საწრეო მუშაობა. დაწყებითი კლასების მოსწავლეები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მეცადინეობას ხატვის (I-IV კლასები - მ. მოლაშვილი), რელიგიის ისტორიის (III-V კლასები - მ. გოგრიჭიანი), ჭადრაკის (I-IV კლასები - ზ. ტორაძე), მეტყველების (I-IV კლასები - მ. თევზაძე) წრეებსა  და ინგლისური ენის (I-IV კლასები - მ. დარჩაშვილი) სააღმზრდელო ჯგუფში.

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

„ვემშვიდობებით IV კლასს!“
  ”ქართული ხმების კვალზე” IV კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს (დამრ.: ლ. კუკავა). ისინი ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ახალ საფეხურს, ცოდნის გზაზე. ეს დღე სავსე იყო, ქართული მოტივებით, სამშობლოსადმი სიყვარულითა და პატარების სითბოთი, ქართული ხალხური საცეკვაო ნომრებით, ლექსებითა და ქართული ტკბილხმიანობით. პატარების გამოსვლამ, დიდი შთაბეჭდილება დატოვა მაყურებელზე, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ ასეთი ემოციური დღის შექმნისათვის.
თსუ-ს დესპანი მშობლიურ სკოლაში         (VII-XI კლ)

პროექტი „თსუ-ს დესპანი“ მიზნად ისახავს სტუდენტების მიერ მშობლიურ სკოლაში უფროსკლასელების  ინფორმირებას უნივერსიტეტის შესახებ - იქნება ეს ფაკულტეტები, სტუდენტური აქტივობები თუ ზოგადად სტუდენტური ცხოვრება.

ამ მიზნით სკოლას ესტუმრა ჩვენი კურსდამთავრებული მოსწავლე ეკატერინე მერკვილიშვილი, რომელიც გახლავთ თსუ- ს ფსიქოლოგიის ფაკულტეტის III კურსის ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე. მან ჩვენი სკოლის VII -XI კლასების მოსწავლეებს დეტალურად გააცნო და განუმარტა ყველა ის საკითხი, რასაც მოსწავლემ ყურადღება უნდა მიაქციოს ვიდრე მისთვის სასურველ უნივერსიტეტში აღმოჩნდება. შემდეგ კი იწყება ახალი ეტაპი მათ ცხოვრებაში, რასაც სტუდენტობა ჰქვია...

პრეზენტატორმა მოსწავლეებს მიაწოდა ინფორმაცია ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დაარსებიდან დღემდე არსებული სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ. იმაზე,  თუ რატომ უნდა აირჩიონ სწორედ თსუ, რა უპირატესობა აქვს მას სხვა დანარჩენებისაგან, ისაუბრა საბაკალავრო პროგრამების შესახებ. ასევე შეეხო ეროვნულ გამოცდებზე წელს დანერგილ მნიშვნელოვან სიახლეებსაც. კერძოდ კი ეროვნულ გამოცდებზე წელს პირველად იქნება შესაძლებელი არჩევანი გაკეთდეს პროფესიული განათლების ფაკულტეტებზე თბილისსა და ქუთაისში. ასევე მოსწავლეებს დაწვრილებით ესაუბრა უნივერსიტეტში სწავლის სირთულეების, გამოწვევისა და სტუდენტური აქტივობების შესახებ. იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს პროფესიის არჩევა, რა განსხვავებაა სასკოლო და სტუდენტურ ცხოვრებას შორის, გაცვლითი პროგრამებისა და ე.წ. JUNIOR TSU-ს პროგრამების შესახებ და ა.შ.

შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი. ფაქტობრივად ამომწურავად იყო განხილული ყველა ის საკითხი, რაც ნამდვილად საჭიროა იცოდეს მომავალმა აბიტურიენტმა და შემდეგ უკვე სტუდენტმა. დასასრულს კი ჩვენმა სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს.  

როგორც თავად ეკატერინემ აღნიშნა, მოხარულია, რომ მიეცა შესაძლებლობა საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინა იმ სკოლის მოსწავლეებისათვის, სადაც თავად მიიღო განათლება და შეიძინა არაერთი საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევა.  

ეკატერინე მერკვილიშვილთან ერთად სკოლას ესტუმრა ასევე ჩვენი კურსდამთავრებული - ელენე სარაჯიშვილი, რომელიც  შავი ზღვის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის III კურსის სტუდენტია. მან ისაუბრა იმ განსხვავებულ მხარეებზე, რასაც მისი უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასევე ისაუბრა სხვადასხვა აქტივობების შესახებ, რომელთა საშუალებითაც დაკავშირებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტებთან და მათთან თანამშრომლობით უდიდეს გამოცდილებას იღებს.

მადლობას ვუხდით  ეკატერინესა და ელენეს საინტერესო და სასარგებლო პრეზენტაციისათვის.