image
image
image
image
image
სიახლეები
„ევერესტის“ ოლიმპიადის გამარჯვებული
IV კლასის მოსწავლეს - საბა ადეიშვილს (დამრიგებელი: თამთა აბულაძე) ვულოცავთ „ევერესტის“ მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასვლას! (საგნის მასწავლებელი ლალი ჯოხაძე)
KINGS-ის ოლიმპიადის წარმატებული მოსწავლეები

KINGS-ის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის ჩვენი სკოლის III, V და  VI კლასების მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და დიპლომები:

საბა სვანი  - მათემატიკის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი  (საგნის მასწავლებელი ლალი ჯოხაძე)

მარიამ კეკენაძე  - მათემატიკის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა სერთიფიკატი (საგნის მასწავლებელი ციალა სოხაძე), ხოლო ქართული ენის ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა დიპლომი  (საგნის მასწავლებელი ნინო თოდუა)

მარიამ კვირიკაშვილი - ინგლისური ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობისათვის გადაეცა სერთიფიკატი (საგნის მასწავლებელი მაია ფარცხალაძე)
სამოდელო გაკვეთილი მუსიკაში

       (III კლასი) - მუსიკის მასწავლებელი: ნანა ჭავჭანიძე

 

2019 წლის 11 აპრილს მუსიკის მასწავლებელმა ქ-ნმა ნანა ჭავჭანიძემ III კლასში ჩაატარა სამოდელო გაკვეთილი თემაზე - „ გარე სამყარო მუსიკაში“.
„მეფედ მეფე“ - დავით აღმაშენებელი

2019 წლის 2 აპრილს, სკოლის ბიბლიოთეკის გამგემ, ქალბატონმა ლამარა თოდრიამ წარმოადგინა ლიტერატურული კომპოზიცია სახელწოდებით „მეფედ მეფე“ - დავით აღმაშენებელი, რომელიც მიეძღვნა მისი გამეფებიდან 930 წლის იუბილეს.

VI კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ნ. ჭუბაბრია) ქართული საგალობლების ჟღერადობის ფონზე, წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, მიძღვნილი ჩვენი სასიქადულო მეფისადმი. (მ. კვირიკაშვილი - „დავით აღმაშენებელი - გალობანი სინანულისანი“; დ. ხუციშვილი - „დავით აღმაშენებელი“; ე. დუგლაძე - ანა კალანდაძე - „ფეხი დამადგით“; ე. აბურჯანია - მ. მაჭავარიანი - „ღმერთკაცი“; ნ. კუტალაძე   - გ. ლეონიძე „დავით აღმაშენებელს“; მ. ბოლქვაძე - „ეპიტაფია“ - ქართვული მწერლობა; ქ-ნი ლ. თოდრია - მამა ილია ჩიკვაიძე - „მეფედ მეფე“)
ვიზიტი ტექნიკურ უნივერსიტეტში
27 მარტს VII-VIII კლასების მოსწავლეები (დამრიგებლები: ე. დუღაშვილი და მ. გოგაძე) იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ბაზაზე არსებულ მუზეუმებში. მათ მოინახულეს მინერალოგია-პეტროლოგიის, გეოლოგია-პალეონტოლოგიის და მინერალოგია-წიაღისეულის მუზეუმები. ვიზიტი დაგეგმა და განახორციელა სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ქალბატონმა ელისო ბუცხრიკიძემ. 

საკონტაქტო ინფორმაცია

თბილისი, დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალეს 41ა
2 53 56 68; 2 53 56 69
599 71 10 40; 599 04 40 14
www.iveronischool.ge







Facebook

ღონისძიებები

პრეზენტაცია ინგლისურ ენაში

თემა:  „Georgian Legends and Myths“ („ქართული ლეგენდები და მითები“)   (მასწ.: თ. ჩაფიჩაძე)

„მერლინი კატისებრთა ოჯახიდან“

ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლის მშობლის ჟანა ჩოხელის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა სასწავლო-შემეცნებითი შეხვედრა II-III-IV კლასების მოსწალეებთან. ქ-ნ ჟანას წამოწყებას ბუნებრივია, სკოლის დირექციამ იმთავითვე მხარი დაუჭირა. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში მათგან „განსხვავებული“ თანატოლებისა და ნებისმიერი ადამიანის მიმართ  გამოხატონ სიყვარული, ყურადღება, თანადგომა, მზრუნველობა.

ეს იყო ინტერაქციული შეხვედრა.  მოსწავლეებმა შეასრულეს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა, უპასუხეს კითხვებს, გამოთქვეს (წერილობით) თავიანთი მოსაზრებები. ასევე გაეცვნენ მოთხრობას, რომლის გმირიც - პარატა მერლინი, კატისებრთა ოჯახის განსხვავებული  წევრია. მაგრამ თურმე მისი მსგავსებიც არიან ამქვეყნად.

ჩვენმა მოსწავლეებმა დღეს ბევრი რამ შეიმეცნეს, დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ალბათ აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. ზოგადად, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სხვადახვა ნიშნით. ეს ბუნებრივიცაა. თუმცა არიან ისეთი განსხვავებული ადამიანებიც, რომელთა  მიმართ  საჭიროა  საზოგადოებამ გამოხატოს განსაკუთრებული თანადგომა, სიყვარული,   გახდეს მისი მეგობარი და გაახაროს მათი გულები. ყოველივე ეს კი სასურველია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს გაცნობიერებული.

მადლობა ქალბატონ ჟანას ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. ჩვენმა ბავშვებმა დღეს ბევრი რამ ისწავლეს... თუნდაც ის, რომ როგორც ქალბატონმა ჟანამ აღნიშნა: „მათი კეთილი სიტყვა მზის სხივებივით ანათებს და ათბობს ადამიანების გულებს... რომ მიუხედავად განსხვავებულობისა, ყველა ადამიანი ერთნაირად განიცდის სიხარულსაც და სევდასაც... რომ გასხვავებულობის გამო არავინ უნდა დავჩაგროთ...“
აქტივობა სასკოლო პროექტის ფარგლებში

2025-2026 სასწ. წელს სასკოლო პროექტის თემად სკოლამ აირჩია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა - სახელწოდებით: “ჩვენი საგანძური". ამასთან დაკავშირებით, უცხოური ენების კლუბმა (ხელმძღვ: მ. დარჩაშვილი და ქ. ჩიქოვანი) დაგეგმა მსვლელობა ძველი თბილისის ერთ-ერთი უძველეს უბანში - ავლაბარში, მარშუტით: ფერისცველების მონასტერი - დარეჯანის სასახლე - დავით  მეფსალმუნის  ტაძარი - მეტეხის ეკლესია -  ასი ათასი მოწამის ხიდი - შარდენის     ქუჩა - სიონის ეკლესია.

აქტივობის მიზანი იყო  მოსწავლეების გიდის როლში ყოფნა და უცხოელი სტუმრების დაინტერესება ჩვენი ქალაქის წარსულით, მისი ისტორიით. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: მოგვითხრობდნენ ინგლისურ და გერმანულ ენებზე.  საინერესო ფაქტებს იხსენებდნენ  ქართულადაც. მათ ძალზე საინტერესო ინფორმაცია ჰქონდათ მოძიებული ჩვენი უძველესი ეკლესიების, დარეჯანის სასახლის, შარდენის ქუჩის შესახებ. როგორც მოსწავლეებმა აღნიშნეს, ამ დღემდე ბევრი რამ არ იცოდნენ თავისი ქალაქის შესახებ.

ასე ჩაიწერა კიდევ ერთი ლამაზი დღე  კლუბის ისტორიაში.

მადლობა IX-X  კლასის    მოსწავლეებს, მშობლებსა და კლუბის ხელმძღვანელებს ასეთი შინაარსიანი და ლამაზი დღისთვის.