უფასო წრეები და კლუბები

სკოლა „ივერონში“ წიგნის მოყვარულთა კლუბის მუშაობა გახსნეს V კლასის მოსწავლეებმა. კლუბის შეხვედრები ამ დრომდე ვერ მოხერხდა ობიექტური მიზეზების გამო. ესაა ყველასათვის ნაცნობი თემა - კოვიდპანდემია.

მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ წიგნების შესახებ, რომლებსაც დღეისათვის ისინი კითხულობენ. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები წაკითხული ნაწარმოებების შესახებ, ისაუბრეს მათთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი პერსონაჟების შესახებ. შეხვედრას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქ-ნი ირმა ალფაიძე.  (ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები)

3 დეკემბერს სკოლა „ივერონის“ V. VI, VII  და  VIII კლასების მოსწავლეები იმყოფებოდნენ ჰოლოზეუმში ფოტო-გამოფენაზე, რომელიც ეძღვნებოდა შშმ პირების ცხოვრებასა და მათ პრობლემებს. ეს თემა მეტ-ნაკლებად ნაცნობი აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისათვის. ამიტომ გამოფენის შემდეგ, მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ამ თემას დაბრუნებოდნენ სამოქალაქო განათლების კლუბის ფარგლებში.  

მოსწავლეებმა გაიხსენეს სხვადასხვა ისტორიები, რომლებთანაც მათ უშუალო შეხება ჰქონიათ. გაიხსენეს გამოფენაზე წარმოდგენილი პირები და მათი ისტორიები. უფროსკლასელებმა  საინტერესო რჩევები მისცეს უმცროს მეგობრებს, შესთავაზეს წასაკითხი წიგნები და ფილმები  შშმ პირების ცხოვრების შესახებ.

შეხვედრას ხელმძღვანელობდნენ - X კლასის მოსწავლეები:  სამოქალაქო კლუბის ერთ-ერთი ლიდერი  ნინო შარაძე და კლუბის წევრები - ირაკლი გურგენიძე და ელენე სარაჯიშვილი.

(ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წარმომადგენლები და მასწავლებლები)

III და VI კლასის მოსწავლეები რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრის მეცადინეობებზე. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.

VII და IX კლასის მოსწავლეები რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრის მეცადინეობებზე. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი ნუნუ ჭუბაბრია.

VI კლასის მოსწავლეები მათემატიკის შემსწავლელ უფასო წრის მეცადინეობაზე. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი ციალა სოხაძე.

X კლასის მოსწავლეთა მუშაობა მათემატიკის შემსწავლელ  უფასო წრეზე ციალა სოხაძის ხელმძღვანელობით.

2019 წლის 16 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგა მათემატიკის შემსწავლელი უფასო წრე VI და  X კლასებში ქ-ნ ციალა სოხაძის ხელმძღვანელობით.
III კლასის მოსწავლეები რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრის მეცადინეობაზე. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.
VI კლასის მოსწავლეები რუსული ენის შემსწავლელ უფასო წრის მეცადინეობაზე. წრის ხელმძღვანელია ქ-ნი მარეხი კორსაველი.