უფასო წრეები და კლუბები

სამოქალაქო განათლების კლუბის ხელმღვანელმა ქ-ნმა ანა აბუთიძემ კლუბის შეხვედრა ამჯერად მიუძღვან სასკოლო პროექტს - „იზრუნე ჯანმრთელობაზე და გაიხანგრძლივე სიცოცხლე“. შეხვედრის თემა იყო მობილური ტელეფონების უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ეს საკმაოდ მტკივნეული საკითხია, ვინაიდან მობილურზე მიჯაჭვულობა დღეს საერთო სენია...

მოსწავლეებმა ნახეს და მოიმინეს საინტერესო ვიდეოები (https://www.youtube.com/watch?v=PrTPE9QojuE   და  https://www.youtube.com/watch?v=_1V0rDSTC9I  - 1. ნამდვილად არღვევს თუ არა ტელეფონის გამოყენება თქვენს ძილს? 2. როგორი ეფექტი აქვს სმარტფონებს თქვენს ძილზე?), სადაც საუბარი იყო სამედიცინო დაკვირვებებისა და დასკვნების შესახებ -  რა ზიანს აყენებს ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას, როცა ის ძილის წინ გარკვეულ დროს მობილურთან ატარებს.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოიმინეს სპეციალისტების ინფორმაცია სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით. მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის შედგა ძალიან საინტერესო მსჯელობა. მოსწავლეებმა  ისაუბრეს ასევე მათთვის ცნობილ დამატებით უარყოფით ფაქტორებზეც. როგორც მათ აღნიშნეს,  შეეცდებიან მომავალში შეამცირონ ძილის წინ  მობილურით სარგებლობის დრო.

XVI ს.-დან ორი დიდი სახელმწიფოს - ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირება კავკასიის რეგიონში მოვლენების განვითარებას განსაზღვრავდა. მათი შეთანხმებით ქართლი და კახეთი ირანს "ერგო" . ირანის შაჰი აბას I აქტიურად შეუდგა "კუთვნილი" ტერიტორიის დამორჩილებას. მან 1614--1617 წწ.-ში 4-ჯერ დალაშქრა ქართლი და კახეთი. ამ ლაშქრობების დროს შაჰმა კახეთიდან 200 000 მოსახლე აყარა და ირანის შორეულ პროვინციებში - ფერეიდანში, ხორასანსა და მაზანდარანში ჩაასახლა. ამ ქართველების ბედზე, მათ თავგანწირვაზე, მონატრებული სამშობლოს სიყვარულზე მოგვითხრობს აღნიშნული დოკუმენტური ფილმი (მასწ.: ი. გარსენიშვილი)

1.  ხელოვნების მოყვარულთა კლუბში 3 და 4 თებერვალს შეიკრიბნენ V-VII კლ მოსწავლეები. მათ ამჯერად იხილეს დოკუმენტური ფილმი „პატარა მაწანწალას დაბადება“ ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი კომიკოსი კინომსახიობის  - ჩარლი ჩაპლინის შესახებ, რომელიც ასევე იყო რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი.  ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ისაუბრეს ჩაპლინის ცხოვრებიდან მათთვის დასამახსოვრებელ და შთამბეჭდავ ეპიზოდებზე. მათი საბოლოო  მოსაზრება იყოს ის, რომ ადამიანის წარმატებული მომავალი მის ხელშია. ის ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მიზანსწრაფული, მშომისმოყვარე და თავდაჯერებული იქნება ის. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები იყო ფრაგმენტები ჩაპლინის ფილმებიდან. მათზე დაყრდნობით მოსწავლეებმა მუსიკის მასწავლებელთან ერთად (მ. ბექურიძე), ისაუბრეს ჩაპლინის, როგორც კომპოზიტორის მუსიკალური ენის მახასიათებლებზე და მუსიკის როლზე მუნჯ კინოში.

დოკუმენტერი ფილმის გარდა,  მოსწავლეებმა იხილეს ასევე ანიმაციური ფილმი, რომლის ერთ-ერთი პერსონაჟი არის ჩარლი ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი გარეგნობით, ქცევითა და თავგადასავლებით.

მოგზაურთა კლუბის წევრებმა იმოგზაურეს და მიმოიხილეს ოკეანეთი. მათ შორის ყურადღებით გაეცნენ იმ პრობლემებს, რაც  მარჯნის პოლიპების გაქრობას უქმნის საფრთხეს. ასევე საუბარი იყო იმ  ღონისძიებების შესახებ, რაც მისი გადავარჩენისთვისა არის აუცილებელი (მასწ.: ე. ბუცხრიკიძე)

უცხოური ენების კლუბში VIII კლასების  მოსწავლეებმა წიკითხეს და იმსჯელეს ცნობილი მწერლის შარლოტა ბრონტეს ნაწარმოების შესახებ  - „ჯეინ ეარი“ (ხელმძღ.: მ. დარჩაშვილი)

უცხოური ენების კლუბში  V კლასის მოსწავლეებმა წიკითხეს და იმსჯელეს ცნობილი მწერლის მარკ ტვენის ნაწარმოების შესახებ  - „ტომ სოიერის თავგადსავალი“ (ხელმძღ.: მ. დარჩაშვილი)

სამოქალაქო განათლების კლუბმა ამჯერად Vა კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა - მათთან საუბარი შედგა მოსწავლეთა შორის არსებულ ურთიერთობებზე, უნებლიედ წარმოქმნილ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე, სასკოლო საზოგადოების მხრიდან მათთვის სასურველი და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე. მოსწავლეებმა იხილეს თემტური შემეცნებითი ანიმაციური ფილმები, რის შემდეგაც გააანალიზეს ნანახი და  საინტერესო დასკვნებიც გააკეთეს.

  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელსაც ცენტრი ახორციელებს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან თანამშრომლობით.
 
  კვლევის
სახელწოდებაა ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD - European School Survey Project on Alcohol and Other Drugs)“.

  ზემოთ აღნიშნული კვლევა საქართველოში ტარდება მესამედ (ჩატარებულია 2015 და 2019 წლებში). მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ყოვლისმომცველი და შედარებადი მონაცემების შეგროვება საქართველოში, 2008 წელს დაბადებული სკოლის მოსწავლეების მიერ სხვადასხვა ფსიქოაქტიური  ნივთიერებების გამოყენების შესახებ.

 კვლევა ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჩვენი სკოლა ამ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა  შემთხვევითი  შერჩევის მეთოდით.

 ვინაიდან კვლევაში მონაწილე მოსწავლეები არიან არასრულწლოვნები, მშობლებისაგან მივიღეთ ინფორმირებული თანხმობა კვლევაში მათი შვილის ჩართვასთან დაკავშირებით.
VII კლ-ის მოსწავლებმა წიგნის მოყვარულთა კლუბში წაიკითხეს და განიხილეს დ. კლდიაშვილის ნაწარმოები „ბაკულას ღორები“. შეკრების მიზანი იყო მწერლის თხზულებისა და თუმანიშვილის თეატრის ამავე სახელწოდების სპექტაკლის სცენარის შედარება. მოსწავლეებმა ასევე თვალი გადაავლეს იმ ჩანაწერებს, რომელიც შესულია სპექტაკლის ინსცენირების ავტორის - ბ-ნ ცოტნე ნაკაშიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კრებულში.